ანტუან გრიზმანის უარის შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობის პრიორიტეტები შეიცვალა. კლუბი აპირებს, ძალები ანდრეს ინიესტას წასვლით გამოწვეული სიცარიელის ამოვსებას შეალიოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატალონიელთა გეგმების შემობრუნება ფრანგი შემტევის ვიდეომ გამოიწვია, რომელმაც სატრანსფერო საგა დაასრულა.
ესპანური გამოცემების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს დღეებშია დაგეგმილი, ერნესტო ვალვერდე კლუბის ლიდერებთან ერთად გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს “ბლაუგრანას” პრიორიტეტი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, როგორი სტრატეგია უნდა აირჩიოს კლუბმა მის გადმოსაბირებლად და ა.შ.
ცხადია, კატალონიელებს სურთ, რომ ნახევარმცველი მაღალი დონისა და კლასის გარდა, “ბარსელონას” სტილსაც ერგებოდეს. გარდა ამისა, ფეხბურთელის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელს.
პრობლემა ისაა, რომ კლუბებმა იციან, “ბარსელონას” მინიმუმ 100 მილიონის დახარჯვა შეუძლია და ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ტრანსფერის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი სარგებელი მიიღონ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს თანხა იყო ანტუან გრიზმანის ტრანსფერის ღირებულება.
შესაბამისად, ეს სიტუაცია შარშანდელს ჰგავს – პსჟ-ს მიერ ნეიმარის სანაცვლოდ გადახდილი 222 მილიონის შემდეგ დორტმუნდის “ბორუსიამაც” და “ლივერპულმაც” უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს ფასები გაზარდეს და კატალონიელებსაც ასტრონომიული თანხების დახარჯვა მოუწიათ.
სიტუაციის სიმძაფრე, პრესის ზეწოლა და ახალი ფეხბურთელის სასწრაფოდ შეძენის აუცილებლობა – სწორედ ესაა ის გარემოებები, რომლებიც განსაკუთრებით გერმანულმა კლუბმა გამოიყენა და 1 წლის განმავლობაში ფრანგი შემტევის ფასი 30-დან 105 მილიონამდე გაზარდა.
ანტუან გრიზმანის ტრანსფერი კი კლუბისთვის ძალიან ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენდა და დარწმუნებულიც იყო, რომ 27 წლის შემტევი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას მოირგებდა, მაგრამ ფეხბურთელის დასარწმუნელად მესის და სუარესის ტკბილმა სიტყვამაც არ გაჭრა.
განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, ტექნიკოსებმა გააცნობიერეს, რომ გრიზმანის ტრანსფერი სპორტული თვალსაზრისით სულაც არ წარმოადგენდა პრიორიტეტს და მთავარი ნახევარდაცვის გაძლიერებაა.
ნახევარდაცვის გაძლიერების კანდიდატები კი არიან: კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), ფრენკი დე იონგი (“აიაქსი”), მირალემ პიანიჩი (“იუვენტუსი”), გოლოვინი (ცსკა) და ადრიან რაბიო (პსჟ).
ამ სიიდან ყველაზე მეტად სასურველი დანიელი სუპერ-ვარსკვლავია, თუმცა “ტოტენჰემს” ტრანსფერზე საუბარიც კი არ სურს.
ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი კი უფრო მეტად სავარაუდოა, ძირითადად ორი მიზეზის გამო: გაყიდვაზე “ბაიერნიც” თანახმაა და ფეხბურთელსაც დაბრუნება სურს. თანაც, ლუკა დინისადმი გერმანული გრანდის ინტერესმა შეიძლება ტრანსფერი დღევანდელი ფასების გათვალისწინებით კატალონიელთათვის შესანიშნავ გარიგებადაც იქცეს – 50 მილიონი + დინი შესაძლოა 27 წლის ესპანელი ნახევარმცველისთვის საკმარისი გამოდგეს.
პიანიჩთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი და მათ შორის ერთ-ერთი ფეხბურთელის ასაკია, იგი უკვე 28 წლისაა.
დე იონგის სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. “ბარსელონას” ძალიან სურს ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი ჰოლანდიურ კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
ადრიან რაბიოს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი მომდევნო წელს უმთავრდება, რაც “ბარსელონასთვის” ხელშემწყობი გარემოებაა.
რუსი ნახევარმცველი, გოლოვინი კი კლუბის ორბიტაზე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტის შედეგად აღმოჩნდა.
არავინ არ უნდა დავიმატოთ, ლუკა დინში გაცვლა მოსულა, მაქსიმუმ 15 მილიონი დაუმატონ მეტი არ გვიღირს
გაქცეული კანტერანო უკან არ გვინდა ხავის აზრზე ვარ უფასოდ კი ბატონო დაბრუნდეს თუ უყვარს ბარსა, არადა ლა მასიიდან ამოვქაჩოთ ხალხი, ფაბრეგასივით გასაჯმევინებელი გახდება
არ მახსენდება მაღალი დონის ნახევარმცველი ბარსაში რო ამართლებდეს ნაყიდი, ხავის და ინის დონეს ვერ აქაჩოს
😀 ეს მაგარი იცით ჩამოთვლა.მაქედან ვერცერთ წყვილს ვერ იყიდიან რამდნეიმე მიზეზით,არა თუ სამივეს.იმდღეს წავიკითხე ერიკსენში 180 უნდა ტოტენჰემსო,180 თუ არარეალურია მინიმუმ 130ად მაინც გაყიდიან,ტიაგო 70 ღირს ,დე იონგი არ ვიცი მარა იმათმა თანხამ 200 მილიონი შეადგინა რაც იმაზე ბევრად მეტია ვიდრე კლუბი დახარჯავს.
დარწმუნებული ვარ ერთზე მეტს არ იყიდიან,დაცვაშიც უნდა მოიყვანონ თავდასხმაშიც ვინმე
თუ ტიაგოს იყიდიან დე იონგიცზაფხულშივე აუცილებლად, გაუშვან გომეში რაფინია და ეგაა
ტიაგო დე იონგი და ერიკსენი. მეტი არავინ გვინდა წელს
თუ ერიქსენი არ მოვა ტიაგოა ყველაზე კაი ვარიანტი თან იაფია
ტიაგო დე იონგი და პიანიჩი.
Tiago da rabio orive ertad daxatabs gunds da tu ranio ara de iongic sheidzleba.pianxixho sodulelea da eriksens aravin ar mogvcemd.