ლანგლეს და “სევილიას” თავკაცებს შორის შეხვედრა დღეს შედგება

ლანგლეს და “სევილიას” თავკაცებს შორის შეხვედრა დღეს შედგება

“სევილიას” მცველი, კლემან ლანგლე “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ანდალუსიური კლუბი ფრანგი მოთამაშის შენარჩუნებას აქტიურად ცდილობს. Estadio Deportivo-ზე დაყრდნობით კატალონიური Sport იტყობინება, რომ დღეს ფეხბურთელსა და “სევილიას” თავკაცებს შორის შეხვედრა შედგება. 

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, პაბლო მაჩინი და პრეზიდენტი, ხოაკინ კაპაროსი ეცდებიან, ლანგლეს წასვლა გადააფიქრებიონ და “რამონ სანჩეს-პისხუანზე” კიდევ ერთი სეზონით მაინც დატოვონ. 

ცოტა ხნის წინ, კაპაროსმა განაცხადა, რომ თავის დროზე ლანგლეს “სევილიადან” წასვლის წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ კარგი იქნება, თუ იქამდე 22 წლის მცველი ანდალუსიაში დარჩება და რამდენიმე სეზონის განმავლობაში იქ განვითარდება. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • Guro messi
    07 ივნ 2018, 17:14

    ლანგლე მაგარი ბიჭია.დიდი პროგრესი აქვს.მივესალმები მის ბარსაში მოსვლას