“ბარსელონა” იმ შემთხვევისთვის ემზადება, თუ გუნდის ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი, ზაფხულში, კლუბში დატოვებს.
ცნობილია, რომ “ბარსელონას” სათადარიგო კიპერით “ლივერპული”, “ჩელსი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი. ისიც ცნობილია, რომ “ბარსას” 29 წლის ჰოლანდიელთან განშორება არ სურს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს სატრანსფერო ფანჯარას კატალონიელები ამბიციური გეგმებით ხვდებიან, მათ თანხის ტრანსფერებიდან გამომუშავებაც მოუწევთ. ასე რომ, არაა გამორიცხული, “ბარსა” სილესენის გაყიდვას დასთანხმდეს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” სილესენის შეცვლის რამდენიმე კანდიდატი უკვე გამოკვეთა. ესენი არიან: ტიმ კრული (“ბრაიტონი”), რუი პატრისიუ (“სპორტინგი”), ხოელ რობლესი (“ევერტონი”), ვისენტე გუაიტა (“ხეტაფე”).
მე ზომერი მევასება მარა მეორე მეკარედ არწამოვა და მეორე, ოჩოა ყველას რატო კიდია? :დ
უნდა წასვლა, არ მოსულა მეორე ნომრად სათამაშოდ, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია კარგი გუნდის #1 მეკარე იყოს, ვერ გაამტყუნებ თუ წავა
რუი პატრისიო და კრული კარგია.
თითონ თუ არ მიდის არ უნდა გაყიდონ, ასეთ საიმედო და მაღალი დონის კიპერს სად ნახავ, გაფიქრებაც არ მინდა მაგრამ შტეგოს რო რამე მოუვიდეს ღირსეულად შეცვლის ეს