მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
14 “ბარსელონელი” მსოფლიოს ჩემპიონატზე

14 “ბარსელონელი” მსოფლიოს ჩემპიონატზე

ორ კვირაში, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. დღეს ტურნირის მონაწილე ყველა გუნდის საბოლოო შემადგენლობები გახდა ცნობილი და 9 ნაკრების განაცხადში 14 “ბარსელონელი” მოხვდა. ესენი არიან:

გერმანია – ტერ შტეგენი;

არგენტინა – ლეო მესი;

ბრაზილია – ფილიპე კოუტინიო და პაულინიო;

ხორვატია – ივან რაკიტიჩი;

კოლუმბია – იერი მინა;

ესპანეთი – ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ჯერ კიდევ ითვლება);

საფრანგეთი – სამუელ უმტიტი და უსმან დემბელე;

ურუგვაი – ლუის სუარესი. 

საინტერესოა, რომ წინა ორი მუნდიალის გარდა კატალონიური გუნდიდან მსოფლიოს თასზე ამდენი ფეხბურთელი არასდროს წასულა. ახლანდელ რიცხვთან ყველაზე ახლოს 1998 წლის ჩემპიონატი დგას, როცა მსოფლიოს თასზე “ბარსას” 13 წევრი გახდა. სხვა წლებში ასეთი რიცხვები იყო:

1994 – 12

2006 – 10

1986 – 8

2002 – 7

1962 – 7. 

ახლანდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი კიდევ ერთ ასპექტშია: თითო ფეხბურთელი მაინც ერთდროულად 9 ნაკრებში არასდროს გამოუძახებიათ. ამასთან ყველაზე ახლოს 2010 და 2006 წლების მუნდიალები იყო 7 ნაკრებით, შემდეგ 2014 წლის ჩემპიონატი 6 ნაკრებით და 2002 წლის ჩემპიონატი 5 ნაკრებით. 

რუსეთის მუნდიალის პირველი მატჩი 14 ივნისს, მასპინძლებსა და საუდის არაბეთს შორის გაიმართება, “ბარსელონას” ფეხბურთელების მონაწილეობით კი მომდევნო დღეს – ესპანეთი-პორტუგალია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • barca=msn
    schedule 05 ივნ 2018, 06:00

    ციტატა: M10 S9 D11
    მოიცა კარვახალის მაგივრად ხო რობერტო შეიყვანეს განაცხადში?


    ასწრებს გამოჯამრთელებას კარვახალი