“ბარსელონას” და კლემან ლანგლეს ბოლო დროს ერთმანეთს ძალიან ხშირად უკავშირებენ, მაგრამ “სევილიას” პრეზიდენტი, ხოსე კასტრო აცხადებს, რომ სერიოზული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ფეხბურთელს ანდალუსიური კლუბის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.
“ლანგლეს კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა და გვინდა, რომ ის ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. “ბარსელონასგან” არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, კლემენის მამას და აგენტს კი გუშინ შევხვდი და მათ მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამთ იმის გარდა, რომ “სევილიაში” თავს კარგად გრძნობენ”. – ამბობს კასტრო.




არა ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დავიმატოთ