“ბარსელონას” კოლუმბიელი მცველი, იერი მინა, რომელსაც სეზონის მეორე ნახევარში არც ისე დიდი სათამაშო დრო მიეცა, აცხადებს, რომ ამის მიუხედავად კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.
“ბარსელონას” დატოვებაზე არც მიფიქრია. აქ ბედნიერი ვარ, მინდა დიდხანს დავრჩე და ახალი ისტორიის შექმნაში ჩემი წვლილი შევიტანო. მწვრთნელი, თანაგუნდელები, დირექტორები და ფანები ძალიან მიყვარს და მათ ჩემი შესაძლებლობები უნდა დავუმტკიცო.
სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი თითქოს უფრო ნელია, ვიდრე ევროპაში. “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და ამასთან შეგუება თავიდან საკმაოდ რთულია, თუმცა ამ გამოწვევით სიამოვნებას ვიღებ”. – ამბობს მინა.




იერი კარგი ფეხბურთელია და კარგად ითამაშებს მომდევნო მატჩებში
მგონია რომ მეტი დრო უნდა მოგცენ განვითარებისთვის იერს
რაღაც მეგონა ეს
რატო გადაიწურეთ ასე იმედი და რატო აგდებთ გუნდიდან ვერ ვიგებ )) რო არ ათამაშებდნენ ყველა ითხოვდა ათამაშეო )) 1 თამაში ჩაატარა შეცდომა არ დაუშვიაო და ახლა ჩააგდო თამაში და გააგდეთ წერთ )) როცა გუნდში მოგყავს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა მისცე შანსი რო დაამტკიცოს რას წარმოადგენს, ამ კაცს კიდე არაფრის შანსი არ ჰქონია ჯერ
da sheni azrit klops zanti fexburteli unda:D?