workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-სოსიედადი – პრევიუ

ბარსელონა-სოსიედადი – პრევიუ

კვირას, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, ლა ლიგის 38-ე ტურში “ბარსელონას” და “რეალ სოსიედადის” დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს. 

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი

ბარსელონა – ტომას ვერმალენი (ტრავმა), სერჟი რობერტო (დისკვალიფიკაცია), სამუელ უმტიტი (საეჭვო);

სოსიედადი – იმანოლ აგირეჩე, ექტორ მორენო, კარლოს მარტინესი (საეჭვო). 

მოსალოდნელი სიახლეები

– ვერმალენის და უმტიტის არყოფნაში, “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში პიკეს და იერი მინას დუეტის ხილვაა მოსალოდნელი;

– ფილიპე კოუტინიო ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, რადგან ანდრეს ინიესტა აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება;

– ჩაბი პრიეტო, რომლისთვისაც, ინიესტას მსგავსად, ხვალინდელი მატჩი ლა ლიგაში ბოლო იქნება, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. 

ურთიერთშეხვედრები

– გუნდების უკანასკნელ 4 დაპირისპირებაში “ბარსელონამ” გაიმარჯვა, იქამდე გამართული ორი თამაშიდან კი ერთი ფრედ დასრულდა და ერთი “სოსიედადმა” მოიგო. მიმდინარე სეზონში, “ბარსა” და სან სებასტიანელები ერთმანეთს “ანოეტაზე” შეხვდნენ. მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მეორე ტაიმში მატჩის სცენარის შეცვლა მოახერხა და 4-2 გაიმარჯვა. 

მდგომარეობა სატურნირო ცხრილში

სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” მდგომარეობას უკვე რამდენიმე ტურია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც “რეალ სოსიედადის” შემთხვევაში. კატალონიელები 90 ქულით პირველ ადგილზე არიან, ბასკებს კი 49 ქულა აქვთ და 10-ე პოზიციაზე იმყოფებიან. 

მატჩის პროგნოზი

– თუ “სოსიედადი” დაწინაურდება, “ბარსელონა” ქამბექს შემოგვთავაზებს;

– მსაჯი ფეხბურთელებს ბევრ გაფრთხილებას არ მისცემს;

– “ბარსელონა” გამჭოლი გადაცემის ან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 20 მაი 2018, 16:39
    #3

    უეჭველი დიდი ანგარიშით მოვიგებთ.უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ვაჩვენებთ და დაცვაში,ნახ დაცვაში,შეტევაში თანაბრად კარგები ვიქნებით

  • ROUCH
    schedule 19 მაი 2018, 21:21
    #2

    სუარესს და მესის მე პაკო და დემბელე მირჩევია ირბენენ მაინც

  • messi and iniesta
    schedule 19 მაი 2018, 19:49
    #1

    ინის გოლი როგორ გაასწორებდა