ჯერ კიდევ არაა ცნობილი, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში ანდრეს ინიესტა, რომელმაც “ბარსელონადან” წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
აქამდე არსებული ცნობებით, ანდრესს ჩინურ “ჩონგინ ლიფანთან” შეთანხმება ჰქონდა. ჩინურმა კლუბმა ეს შეთანხმება კი დაადასტურა, მაგრამ ასევე ისიც დაამატა, რომ ტრნსფერი არ შედგება.
“ანდრეს ინიესტას “ჩონგინ ლიფანში” გადმოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენს კლუბს სურს ყველას შეახსენოს, რომ მხოლოდ რაციონალურ ინვესტიციებს ვახორციელებთ. ფედერაციის მიერ დადგენილ ხარჯვით ლიმიტებს არ გადავაჭარბებთ და ჩინურ ბაზარს არ გავაფუჭებთ. ვადასტურებთ, რომ ინიესტასთან შეთანხმება გვქონდა, მაგრამ ის ჩვენი ფეხბურთელი არ გახდება.” – ვკითხულობთ “ჩონგინ ლიფანის ოფიციალურ განცხადებაში. როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას ფინანსურ საკითხში ვერ მიაღწიეს.
მადრიდული AS ირწმუნება, რომ ჩინური ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ, ინიესტას “იაპონურ” “ვისელ კობეში” გადასვლა გადაწყვეტილია. ფეხბურთელი წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს და კლუბი ინიესტას ღვინოს აზიურ ბაზარზე პოპულარიზაციასაც შეეცდება. იმავე წყაროს ცნობით, გარიგებაში დიდი როლი “ბარსელონას” სპონსორის, Rakuten-ის გენერალურლმა დირექტორმა, ჰიროშ მიკიტანმა ითამაშა.
კატალონიური Sport კი, AS-ის ინფორმაციასაც უარყოფს. წყაროს ცნობით, ინიესტას არც იაპონური ვარიანტი ხიბლავს. მას ცხოვრების მშვიდი წესი ურჩევნია და ამჯობინებს, კარიერა ავსტრალიაში განაგრძოს.
სადაც არ უნდა წავიდეს მაინც მაგარი იქნება ყველგან.ისე იაპონია მაგარი იქნებოდა.საერთოდ მლს-ში წავიდეს იბრასთან
მიაწვდინოუნდა ხმა ძმა საიდანმე
მარსელოს აჩუქა. მაგას ხო ევასება ბუცები და მესის რო გახადა ისე არ გამხადოსო აჩუქა რა პირდაპირ
თუ ევროპიდან მიდის ისეთ ლიგაში გადავიდეს სადაც სილკ ნივერსალს აქვვს ტრანსლაცია
ესენი ვადაგასულ ფეხბურთელებში რა მაყუთს ყრიან და ახალგაზრდა არსკვლავის გადაყვანაზე მთელ ქვეყანას აჩუქებენ ალბათ :Ddd
ინი ფეხშიშველა ხარ ტოოოოოო?