workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები Marca-ს ვერსიით

“ბარსას” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები Marca-ს ვერსიით

Marca-მ თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და 2017/18 წლების სეზონის “ბარსელონას” საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა 40 ათასამდე მკითხველმა მიიღო. 

გამოკითხვის მონაწილეებს ხმის მიცემა რამდენიმე მოთამაშისთვის შეეძლოთ. გასაკვირი არაა, რომ ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 91% ლიონელ მესიმ მიიღო. მეორე ადგილზე 76%-ით ტერ შტეგენია, შემდეგ კი ანდრეს ინიესტა – 73%-ით. 

დანარჩენი ფეხბურთელები: 

ივან რაკიტიჩი – 60%

ჟერარ დეულოფეუ და ანდრე გომეში – 59%

ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და ფილიპე კოუტინიო – 52%

პაულინიო – 51%

პიკე – 49%

უმტიტი – 48%

ბუსკეტსი – 46%

ლუის სუარესი, დენის სუარესი, ალეიშ ვიდალი – 44%

იერი მინა – 42%

ლუკა დინი – 37%

ნელსონ სემედუ – 36%

ხავიერ მასკერანო – 35%

პაკო ალკასერი – 34%

ტომას ვერმალენი და ხოსე არნაისი – 33%

უსმან დემბელე – 31%.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ხმა მხოლოდ 40%-მა მისცა. საინტერესოა, რომ პიკე-უმტიტის დუეტმა 50%-ზე დაბალი შედეგი მიიღო, ალეიშ ვიდალმა და ლუის სუარესმა ერთი და იგივე რაოდენობის ხმები მიიღეს, ყველაზე ცუდად კი უსმან დემბელეს მიერ ჩატარებული სეზონი შეფასდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    schedule 01 მაი 2018, 13:21
    #3

    მეც მაასე ვვფიქქბ

  • grizmann
    schedule 30 აპრ 2018, 22:52
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    ჰაჰ რაკიტიჩს უმტიტიზე მეტი ხმა რო აქვს რა საღადაოა და კიდე დეულოფეუ და ანდრე გომეშს რო უმტოზე და ზოგადად ვინმეზე მეტი ხმა ექნება ესეც მაგარი საღადაოა ამით დამტკიცდა რო უმრავლესობა კატალონიაში გამორთულ ტელევიზორში უყურებს ფეხბურთს


    ღადაობდნენ რა

  • Cule Is Always Elegant
    schedule 30 აპრ 2018, 22:50
    #1

    დეულუფეო და ანდრე გომეში smile laughing