“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი ბასკური “ბილბაოს” მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი გახდება.
“ბილბაო”, 4 წელია, აჯილდოებს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარეს. ჯილდოს “One Club Player Award” ჰქვია.
წინა სამ შემთხვევაში, ბასკებმა პაოლო მალდინი (“მილანი”), მეტ ლე ტისიე (“საუტჰემპტონი”) და ზეპ მაიერი (“ბაიერნი”) გამოარჩიეს. ამჯერად პუიოლის ჯერი დადგა, რომელიც “ბარსელონას” პირველ გუნდში 1999-2014 წლებში თამაშობდა.
კარლესს პრიზს 5 მაისს, “სან მამესის” სტადიონზე, “ბილბაოსა” და “ბეტისს” შორის გასამართი მატჩის შესვენების დროს გადასცემენ.
ლეგენდები უნდა დავაფასოთ
ტოტიც იმსახურებს ამ ჯილდოს სტივენ ჯერაქრდიც და კიდევ რამდენიმე განსაკუთრებულები