workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ლანგლეს უმტიტის ტრანსფერის მიუხედავად იყიდის

“ბარსელონა” ლანგლეს უმტიტის ტრანსფერის მიუხედავად იყიდის

“ბარსელონა” “სევილიას” ფრანგ ცენტრალურ მცველს, კლემან ლანგლეს იმის მიუხედავად იყიდის, დატოვებს თუ არა გუნდს სამუელ უმტიტი. ამ ინფორმაციას Sport-ის ჟურნალისტი ალბერ როგე საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლანგლე “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები “სევილიას” ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ შეხვდებიან.

ლანგლეს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, რაც ამჟამინდელი ბაზრისა და ფეხბურთელის მიერ ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით, ძალიან იაფია.

ალბერ როგე ლანგლეს სამუელ უმტიტის ტრანსფერს ადარებს. აქვე იმასაც უსვამს ხაზს, რომ 22 წლის ფეხბურთელის მოსვლა მისი თანამემამულის შესაძლო წასვლასთან კავშირში არაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ტომას ვერმალენის შენარჩუნებასაც აპირებს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში, “ბარსელონას” ცენტრალური მცველები პიკე, უმტიტი, ვერმალენი და ლანგლე იქნებიან, იერი მინას კი სათამაშო დროის მისაღებად გაანათხოვრებენ.

რაც შეეხება მატიას დე ლიგტს – ივარაუდება, რომ “ბარსელონას” მას ერთი წლით “აიაქსში” დატოვებს. სწორედ ამის სურვილი აქვს ამსტერდამელთა სპორტულ დირექტორს და “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, მარკ ოვერმარსს.

კლემან ლანგლე “სევილიაში” გასულ ზაფხულში, “ნანსიდან” 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ანდალუსიური გუნდის მაისურით მან უკვე 48 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Guro messi
    schedule 21 აპრ 2018, 12:11
    #16

    აი ასეთ სატრანსფერო პოლიტიკას თუ გავატარებთ მაგარი იქნება.პიკე უმტიტი ვერმალენი ლანგლე გვეყოლება ხოლო შემდგომში პიკეს და ვერმალენს დე ლიგტი და მინა ჩაანაცვლებენ

  • royal madrid…..
    schedule 21 აპრ 2018, 02:14
    #15

    ციტატა: Wtf man
    მაგრად მომწონს ეს ბიჭი ეს თუ მოვა მინა იჯარით წავა სადმე


    ვის გულშემატკივრობ თუ საიდუმლო არ არის ?

  • Vivabarcafc
    schedule 20 აპრ 2018, 21:19
    #14

    აუცილებლად გვჭIრდება კარგი დაცვა და ეს ბიჭი არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი

  • ზორო.
    schedule 20 აპრ 2018, 20:55
    #13

    რაფეხებათ უნდათ ამხელა დონის მცველებიგვყავს და სადეტენებიან ვინცყავთ იმას მოუფრთხილდნენ

  • RUBENI
    schedule 20 აპრ 2018, 19:42
    #12

    აუ ეს კაი მცვეელია და მგონია რომ ფრანგული დაცვა გვეყოლეა მალე ძიირითადში

  • ruxadze100
    schedule 20 აპრ 2018, 18:25
    #11

    ტრანფერებია გუნდში საჭირო თან არაერთი თუ არადა ლიგის მოგება არც ვიოცნებოთ, პოგბა, მარსიალი, ლე მარი, ლანგლე, ეს ფეხბურთელები თუ არა ამ სტილის და პოზიციის მოთამაშეები გვჭირდება, გასაშვებია პაკო, გომესი, ვიდალი, ვერმალენი, ამ ფეხბურთელებს საერთოდ ვერ ვიყინებთ, ტყვილად სკამი უკავიათ, გრიზმანი რომ იძახიან კი ძალიან დიდი ფეხბურთელია მაგრამ მე თუ მკითხავთ საერთოდ არ გვჭირდება, გვინდა 2 უმაღლესი დონის ნახევარმცველი, ერთი ფორვარდი, ერთიც გარემარბი მარცხენა კრაის, და ერთიც ცენტრალური მცველი, ყველა ჩამოთვლილი მაქსიმუმ 25 წლის

  • dgogssi
    schedule 20 აპრ 2018, 17:55
    #10

    ჩამშლელი მცველი აგერაა უმტიტი. ახალგაზრდა შემტევი მცველი თუ უნდათ კიდე აგერაა მინა. როდის მისცეს შანსი ? ტიპმა პირველი მეორე თამაში უმაღლესად ჩაატარა. დაუმსახურებლად იჩაგრება, ვალვერდე როტაციის ამბავში ძალიან სუსტია.

  • messi and iniesta
    schedule 20 აპრ 2018, 15:41
    #9

    კაი გადაწყვეტილებაა

  • gio-barca29
    schedule 20 აპრ 2018, 14:59
    #8

    დე ლიხტი მოიყვანონ და მეტი არ გვინდა წელს დანარჩენი ცენტრზე იზრუნონ

  • Sergi roberto20 10
    schedule 20 აპრ 2018, 14:50
    #7

    აჯობებს ვერმა წავიდეს 33 წლისაა და რაც შეეხება დე ლიხტს აჯობებს იყიდონ სანამ დროა და იჯარით დატოვონ აიაქსში

  • royal madrid…..
    schedule 20 აპრ 2018, 14:30
    #6

    კარგად არიან ესენი? შავ მალდინს კაცი გუნდიდან გაუშვებს? sweat_smile

  • gurgenidze
    schedule 20 აპრ 2018, 14:06
    #5

    Es tu mova mina iqneba gasashvebi.. lixti mircgevnia

  • BOB MARLEY 13
    schedule 20 აპრ 2018, 13:56
    #4

    ძალიან საჭირო ტრანსფერია მინა ნაღდათ არარი ბარსას სტილის მცველი ადრეც ვამბობდი და მგონია რო ბარსას ვერ შეეწყობა ვაფშე არ უნდა ეყიდათ. ლანგლე დაჯე დე ლიგტსაც მირჩევნია ბარსელონას თემაში მგონია რო ლანგლე უფრო შეეწყობა ბარსას სტილს, ისე კიდე რომელი ჯობია გემოვნების საკითხია. მაგრამ ორივე რო იყიდონ ზედმეტი იქნება ჩემი აზრით უმტიტი ლანგლე დე ლიგტი ამ სამიდან ერთერთს უეჭველი სკამზე მოუწევს ყოფნა და ცოდოა რომელიმეს გაფუჭება მამენტ არც გაჩერდება სკამზე არცერთი და წავა გუნდიდან ამიტომ ლანგლე ან დელიგტი ერთერთი უნდა იყიდონ

  • ROUCH
    schedule 20 აპრ 2018, 13:42
    #3

    მშვენიერია თუ მართლა იზავენ ასე, დე ლიგტი კიდე ისეთ დროს მოვა რო პიკე სკამზე გადასკუპდება ან სულაც წავა

  • Sergio5
    schedule 20 აპრ 2018, 13:23
    #2

    ამ სურათში რამსისქეა სუარესი smile

  • Sigur Rós
    schedule 20 აპრ 2018, 13:07
    #1

    მშვენიერი ამბავია. 4 მაღალი დონის, გამოცდილი და სანდო მცველი გვეყოლება. არადა უმტიტის მოსვლამდე მანდაც კაი ხანი გვაწვალეს სანამ ნორმალურ ცენტრს შეკრავდნენ და იქნება ნახევარდაცვასაც უშველონ რამე.