ოფიციალურად: “ტოტენჰემი”, “მილანი “და “რომა” წინასასეზონო მზადების დროს

ოფიციალურად: “ტოტენჰემი”, “მილანი “და “რომა” წინასასეზონო მზადების დროს

“ბარსელონამ”, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამათი საზაფხულო ტურის დეტალები ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილი გახდა, რომ კატალონიური კლუბი, საერთაშორის ჩემპიონთა თასზე, “ტოტენჰემთან”, “მილანთან” და “რომასთან” ითამაშებს.

28 ივლისი

ტოტეჰემი

“როუზ ბოული”

პასადენა, კალიფორნია

07:05 (თბილისის დროით)

31 ივლისი

მილანი

AT&T სთედიუმი

არლინგტონი, ტეხასი

05:35 (თბილისის დროით)

4 აგვისტო

რომა

ლევი’ს სთედიუმი

სანტა კლარა, კალიფორნია

04:05 (თბილისის დროით)

მერვედ ამერიკაში

“ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებს, წინასასეზონო მზადების დროს, მერვედ ეწვევა.

პირველად ეს 2003 წელს მოხდა. ფრანკ რაიკარდის გუნდმა “იუვენტუსთან”, “მილანთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან” ითამაშა.

3 წლის შემდეგ, კატალონიელები “ჩივასს”, “ამერიკასა” და “რედ ბულზს” დაუპირისპირდნენ.

2008 წელს, პეპ გვარდიოლას სადებიუტო სეზონის წინ, “ბარსელონამ”, აშშ-ში, “ჩივასისა” და “რედ ბულზის” წინააღმდეგ ითამაშა. მომდევნო წელს, “გალაქსის”, სიეტლ საუნდერსისა” და “ჩივასის” წინააღმდეგ.

2011 წელს, “ბარსელონას” მეტოქეები “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩივასი” და “ამერიკა” იყვნენ.

2015 წელს, “ბარსელონა” “გელექსის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” ეთამაშა. გასულ ზაფხულში კი, ვალვერდეს გუნდმა “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი” დაამარცხა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასი მოიგო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Guro messi
    18 აპრ 2018, 21:19

    სამივე თამაშს დიდი ანგარიშით მოვიგებთ

  • messi and iniesta
    17 აპრ 2018, 23:02

    ციტატა: ani-barca10
    ვა ვააა ბარსა ტოტენჰემი :დდდ ამიხდა ოცნება :დდ kissing_heart


    მეც ძან მაინტერესებს ტოტტენჰემი-ბარსას შეხვედრა