workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ მიიღო “BRAVO”-ს პრიზი

მესიმ მიიღო “BRAVO”-ს პრიზი

კვირას ლეო მესიმ მიიღო “BRAVO”-ს პრიზი, რომელიც დააწესა იტალიურმა გაზეთმა, “Guerin Sportivo”-მ. პრიზი გადაეცემა ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს.

ვარჯიშის დასრულებისთანავე, პირდაპირ “კამპ ნოუზე” მესიმ მიიღო პრიზი. ასე რომ, არგენტინელი ითვლება 2007 ევროპის საუეკთესო 21 წლამდე ფეხბურთელა. ცერემონიის დასრულების შემდეგ მესიმ გაზეთს მისცა ინტერვიუ, რომელიც გაზეთის 3 დეკემბრის ნომრის მთავარ სტატიად იქცევა.

ლეო მესი გახდა “ბარსელონას” მესამე ფეხბურთელი, რომელმაც “BRAVO”-ს პრიზის მოგება მოახერხა. “ბარსა ბ”-ს დღევანდელმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ეს პრიზი 1992 წელს მიიღო, ხოლო ხუთი წლის შემდეგ რონალდოს ჯერიც მოვიდა. მესი ასევე არის პირველი არგენტინელი, რომელამაც აღნიშნული პრიზი დაიმსახურა. თავად ეს პრიზი 1987 წლიდან თამაშდება.

მესი 2007 წელს შესანიშნავი მაჩვენებლებით ასრულებს. ესპანეთის ჩემპიონატში 12 ჩატარებულ შეხვედრაში მან 8 გოლის გატანა მოახერხა, რაც მას პიჩიჩის ერთ-ერთ სერიოზულ პრეტენდენტად ხდის.

წყარო: www.barcamania.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward