მოგეხსენებათ, “ბარსელონას” თავდამსხმელი დავიდ ვილია “ბარსელონნაში” სწორედ “ვალენსიასგან” გადმობარგდა. “ღამურებში” ვილია წამყვანი ფეხბურთელი იყო, იგი კაპიტნის სამკლაურს ატარებდა, გულშემატკივრებს იგი ძალიან უყვარდათ. მოკლედ, “ელ გუახეს” “ვალენსიასთან” ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, იგივე შეიძლება ითქვას გულშემატკივრებზეც. სულ მალე ვილია დაბრუნდება თავის “მშობლიურ” სტადიონზე, “მესტალიაზე”, ოღონდ ამჯერად “ბარსელონას” მაისურში.
“მესტალიაზე” დაბრუნება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. წელს ეს მატჩი ერთ–ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გუნდისათვის. ამ სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, ასევე კარგი მოგონებები გულშემატკივრებთან, ერთი სიტყვით ამ სტადიონს, გუნდს და გულშემატკივრებს დიდ პატივს ვცემ , ამიტომაც მოხარული ვარ “მესტალიაზე” დაბრუნებით”.


