“რომას” არგენტინელი ფეხბურთელი, ფედერიკო ფასიო “ბარსელონასთან” ხვალინდელ შეხვედრაზე საუბრობს.
“ბარსელონაში მეტოქის ძალის გათვალისწინებით და დიდი პატივისცემით მოვდივართ, მაგრამ ამასთან ერთად, იმედით და ამბიციით.
“სევილიასთან” თამაშს ვუყურე და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, პრესინგს კარგად თამაშობდნენ და მეტოქის ნახევარზეც გადადიოდნენ. თუმცა, მათ “ბარსა” ვერ გატეხეს. თუ ეს არ გააკეთე, შეიძლება ორწუთიან მონაკვეთში ის მოხდეს, რაც ამ შეხვედრაში მოხდა.
სანაკრებო პაუზაზე არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესისთან ერთად ვიყავი, მაგრამ თამაშზე არ გვისაუბრია. ლეო მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ არა მხოლოდ მას, არამედ მის თანაგუნდელებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა”. – აცხადებს ფასიო.
ragac eg sheni imedebi ar gagicruvdes uceb
არა მგონია ამ მოტივაცით დაბრუნდეთ
ბიჭებო ფეისბუქში ჯგუფებში ვინც კარგად ერკვევით შემეხმიანეთ ფულსაც გადავიხდი
ნაკრებში ხომ დაანგრიე ყველაფერი ესპანეთთან 6-1 და ეხლა ესპანური გუნდი გაგიდებს 3 ან 4 გოლს მინიმუმ, იძახე მერე იმედი მაქვს ბარსას მოგებისო შე სლეო.