workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” დაცვის გაძლიერების კანდიდატები შეარჩია

“ბარსელონამ” დაცვის გაძლიერების კანდიდატები შეარჩია

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” გეგმავს, იანვრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი ერთი ცენტრალური მცველით გააძლიეროს. ტრანსფერის მიზანი ისაა, რომ რონალდ კუმანმა სეზონის მეორე ნახევარში შემადგენლობის როტაცია უფრო ხშირად შეძლოს. 

კლუბს სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს. ესენი არიან: ანტონიო რუდიგერი (ჩელსი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი), ჟოელ მატიპი (ლივერპული), ფედერიკო ფასიო (რომა), ხერმან პესელა (ფიორენტინა). 

“ბარსას” დიდი თანხის გადახდა არ სურს და სრული ტრანსფერის გარდა 6-თვიან იჯარასაც განიხილავს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Albicelecte
    schedule 15 ნოე 2020, 17:43
    #7

    მაქვს კიდევ სხვა იდეა
    საფრთხობელას გამოვთლი და ტანისამოსსაც ძალიან საშიშს მოვუძებნი
    საჯარიმოში დავარჭოთ, იქნება მოწინააღმდეგე შეშინდეს და მოერიდოს
    სულ 100 000 გადამიხადონ, მეტი არ მინდა, არ გავღორდები bowtie
    მაინც იგივე ეფექტი ექნება, ტყუილად რად უნდა ყარონ მილიონები?!

  • ANSU FATI 10
    schedule 15 ნოე 2020, 16:49
    #6

    ციტატა: M10 S9 D11
    ერთი მეორეზე ნაგვები


    კაი რაა,ლენგლეს და პიკეს შემყურეს რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს, იმათზე ცუდად მაინც არ ითამაშებენ ჩემი აზრით.

  • M10 S9 D11
    schedule 15 ნოე 2020, 14:40
    #5

    ერთი მეორეზე ნაგვები

  • carles puyol 5
    schedule 15 ნოე 2020, 14:19
    #4

    რა ლენგლე და და ესენი

  • datio
    schedule 15 ნოე 2020, 14:13
    #3

    6 თვიანი იჯარა?
    რომელი წარმატებული მაგალითი აქვთ ამ 6 თვიანი იჯარების (ან ზამთარში ნაყიდი ფეხბურთელების)?
    არ ვგულისხმობ 2004 წლის დავიდს, რომელიც ვერ შევინარჩუნეთ და კოუტუინიოს რომელიც ზამთარში იმიტომ ვიყიდეთ, რომ ზაფხულში ლივერპული გაჯიქდა.
    სწორი მოდელი ჩამოაყალიბონ ბიზნესის და იქნებ ან კრედიტი მოიძიონ, ან ფეხბურთელები მოხიბლონ და ვინმე იაფად წამოვიდეს 🙂
    „იტალიელები“ არ ვიცი და პრემიერლიგის ფეხბურთელებიდან ვერც ერთი ვერ აჩვენებს კარგ თამაშს. თუმცა იქნებ ოდნავ ნელი ტემპისთის უფრო ივარგონ. მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სულ ჩაიქნიეს ხელი, მეოთხედფინალი და ეგააო? არადა მეოთხედფინალიდან იწყება ლიგა… თანამედროვე სწრაფი ფეხბურთი და ა.შ.

  • ANSU FATI 10
    schedule 15 ნოე 2020, 14:07
    #2

    ყველა შეცდომა უკან უარესად უბრუნდებათ უკან,აი სად დაჭირსათ ტოდიბო

  • Ansu Fati 22
    schedule 15 ნოე 2020, 13:45
    #1

    აქედან ყველა ერთმანეთზე უარესია. საერთოდ რას უშვებდნენ ტოდიბოს ყველას ჯობს აქედან.