მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” კონტრაქტი გააფორმა “Qatar Foundation” – თან. იგეგმებოდა, რომ კატალონიელი ფეხბურთელები ამ სეზონშივე შეიცვლიდნენ მაისურებს, ანუ წარწერას მაისურზე, “იუნაისეფი” “ყატარ ფოუნდიშენით” შეიცვლებოდა, მაგრამ არა. ასეთი მაისურებით ფეხბურთელები 2011/12 წლებიდან ითამაშებენ.
მანამდე კი შეიქმნა ანალოგი მაისურისა, რომელიც 2011/2012 წლისათვის კომპანია “ნაიკი” დაუმზადებს “ბარსელონას”. ამ მაისურებს “ბარსელონელები” ვარჯიშის დროს მოირგებენ.
მაისური შემდეგნაირად გამოიყურება. იგი ნაცრისფერ ფერშია გადაწყვეტილი და აქვს ვარდისფერი ზოლები.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფერები ამ მაისურში არ ფიგურირებენ, ანუ წითელი და ლურჯი ფერები ამ მაისურზე დატანებული არ არის, რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია.
კიდევ ერთი დეტალი, მაისურზე არ ფიგურირებს კომპანია “იუნაისეფის” სახელი, ანუ პირველად დამზადებულ ფორმაზე ამ კომპანიის სახელი არსად არ ფიგურირებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით 11/12 სეზონის მაისურზე “იუნაისეფი” უკან ფეხბურთელის ნომრის ქვევით ეწერება.