მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო კოსტა გუნდის ლიდერის, ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
გაესპანელებული ბრაზილიელის სიტყვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “ატლეტიკოში” გრიზმანის დარჩენაში დარწმუნებულები არ არიან.
“მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია “ატლეტიკოსთვის”. ის ჩვენთანაა და გვინდა, რომ დარჩეს. გამიხარდება, თუ დარჩება, მაგრამ გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს.
ვფიქრობ, ის დარჩება. მან მკითხა, ვაპირებდი თუ არა მასთან “ატლეტიკოში” სათამაშოდ გადმოსვლას და ახლა მას ჩემი მარტო დატოვება არ შეუძლია.” – ციტირებს დიეგო კოსტას სიტყვებს Sport.
მადრიდულიდან ბარსამ არდა იყიდა
არ მახსოვს მადრიდული გუნდიდან ბარსას ფეძბუეთელი ეყიდოს ბოლო წლებში,ხომარ ვცდები სასტავ?
დაგტოვებს დიეგო დაგტოვებს
შენ რატო დატოვე