ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში “ბარსელონას” მეტოქისთვის, “სევილიასთვის”, 29-ე ტური ძალიან წარუმატებელი გამოდგა.
ანდალუსიელები, რომლებიც ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, “ლეგანესთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ეს, მათთვის, ლა ლიგაში ზედიზედ მეორე წაგებაა.
უქულოდ დარჩენას ისიც დაემატა, რომ “სევილიამ” გუნდის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია დაკარგა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და ის “ბარსელონასთან” 31 მარტს გასამართ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
სარაბიას, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ორივე ეს მაჩვენებელი “სევილიაში” საუკეთესოა.
რაც უფრო ოპტიმალური შემადგენლობები იქნება მით უკეთესი
კაი ამბავია
კაი ამბავია
ფუ ამათი ძალით გუნდობა მო@:&: რა ბილეთი გამიფუჭეს
Kaia movugebt ufro advilad