“ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი და მას, როგორც ჩანს, კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
“ჩელსისთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში მესიმ თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამჟამად UEFA-ს ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ლეოს კონკურენტები ედინ ჯეკო, ვისამ ბენ იედერი და ტომას მიულერი არიან. გამოკითხვაში, რომლის დასრულებამდე ერთ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, არგენტინელი დიდი უპირატესობით ლიდერობს – მას ხმების 78% აქვს, მეორეადგილოსან ბენ იედერს კი – 15%.
ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
ბენიედერს ეკუთვნოდა
ლეო მაგარია <3