მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე ხიმენესი: ლეო მესი სხვა პლანეტიდანაა

ხოსე ხიმენესი: ლეო მესი სხვა პლანეტიდანაა

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, ხოსე მარია ხიმენესმა beIN Sports-თან ინტერვიუში “ბარსელონასთან” გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და ლიონელ მესი შეაქო. 

“ატლეტიკომ” თამაში პირველი ტაიმის ნაცვლად მეორე ნახევარში დაიწყო. ეს რომ არ მომხდარიყო, სხვანაირი მატჩი გამოვიდოდა. დროის უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს, ვეცდებოდით, პირველ ნახევარშიც ისევე გვეთამაშა, როგორც მეორეში მოვახერხეთ. შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას მთლიანად “ბარსელონა” ფლობდა, ამის შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

იმ გოლში კი, რომელიც გავუშვით, გუნდს ვერ დავადანაშაულებ. ლეო მესიმ შესანიშნავი ჯარიმა შეასრულა. ის სხვა პლანეტიდანაა”. – განაცხადა ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)