როგორც დაგეგმილი იყო, “ატლეტიკოსთან” მატჩის დაწყების წინ “კამპ ნოუ” კლუბის ლეგენდას, ენრიკე კასტროს, იგივე “კინის” გამოემშვიდობა. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრება მას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს, ტრიბუნებზე კი გამოფენილი იყო ბანერი, წარწერით: “კინი, ყოველთვის გვემახსოვრები”.
როგორც იცით, ენრიკე კასტრო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მას კატალონიური გუნდის მაისურით 1980-დან 1984 წლამდე 181 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მოგებული აქვს 5 ტიტული. აღსანიშნავია, რომ 1982 წელს, მან ლა ლიგაში “ბარსელონასთვის” საიუბილეო, 3 000-ე გოლი გაიტანა.




სამწუხაროა