კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია ძალიან გახარებულია, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივა, იტყობინება Sport.es. დავიდ ვილია მიიჩნევს, რომ “ბარსას” ბოლო დროინდელ წარმატებაში გვარდიოლას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ასტურიელ ფორვარდს გვარდიოლასთან ერთად მუშაობა კარიერის ბოლომდე სურს:
” ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პეპ გვარდიოლა კლუბში რჩება. გუნდის წარმატებები პირველ რიგში მისი მუშაობის დამსახურებაა. ღმერთს ვთხოვ, რომ გვარდიოლასთან მუშაობა კარიერის ბოლომდე მომიწიოს,” დაასრულა დავიდ ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსამ” გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში, 2–ჯერ მოიგო პრიმერა დივიზიონი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, საკლუბო ჩემპიონატი, 2–ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და ევროპის სუპერ თასი.