workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან

ინტერვიუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

– “ატლეტიკოს” რომელი მოთამაშე გიქმნით ყველაზე მეტ პრობლემას?

– ის, ვინც გოლი მატჩის საწყის წუთებზე გამიტანა – ფერნანდო ტორესი. როგორც მახსოვს, ეს სამეფო თასის თამაში იყო.

დაასახელეთ თქვენი საუკეთესო სეივი პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში.

– საუკეთესო სეივი “ვილიარეალთან” მატჩში გამომივიდა. ჩაწოდების შემდეგ, ჩემგან მარცხენა კუთხეში წამოსული დარტყმა მოვიგერიე, რომლის შემსრულებელს ვერ ვიხსენებ.

– ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?

– როცა თამაში დავიწყე და სხვა პოზიცია მეჭირა, მარსელ კეტელერი მომწონდა “მიონხენგლადბახიდან”. შემდეგ ის “ჰამბურგში” გადავიდა და მე მეკარე გავხდი. ახალი მისაბაძი მაგალითი გამოჩნდა – ოლივერ კანი. საქმე უფრო მეტად მის მოტივაციაშია და არა სათამაშო მანერაში.

– რომელ პოზიციაზე ითამაშებდით მეკარე რომ არ ყოფილიყავით?

– ვგონებ, ნახევარდაცვაში თამაში უფრო მომეწონებოდა, ვიდრე თავდასხმაში. როცა ფორვარდი ხარ, ყოველთვის უნდა გაიტანო და დიდ ზეწოლას გრძნობ.

– რა არის იან ობლაკის ძლიერი მხარე?

– ის ნებისმიერ სიტუაციას კარგად უმკლავდება და გუნდს საიმედოობას მატებს. ობლაკი ყოველთვის აკეთებს სეივებს. იანი კარგი მეკარეა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა”-“ატლეტიკოს” მატჩი ხვალ, 19:15 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 03 მარ 2018, 16:39
    #2

    ციტატა: Rra
    წარმატებები ატლეტიკოს ინდა მოუგოს ბარსელონას

    ატლეტიკომ უნდა მოიგოს წელს ლალიგა


    არა მგონია ოცნებები აგიხდეს ძმა

  • Rra
    schedule 03 მარ 2018, 15:32
    #1

    წარმატებები ატლეტიკოს ინდა მოუგოს ბარსელონას

    ატლეტიკომ უნდა მოიგოს წელს ლალიგა