ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ჟირონასთან” გამართულ შეხვედრში (6:1) შესრულებული ჰეთ თრიქი, ლუის სუარესისთვის, “ბარსელონას” მაისურით, რიგით მე-11 გამოდგა.
ამ მაჩვენებლით ურუგვაელმა ევარისტო მაკედოსა და ანხელ როჩას გაასწრო, რომლებთანაც, აქამდე, მერვე-მეათე ადგილებს იყოფდა. სუარესს, მარიანო მარტინის მსგავსად, “ბარსელონაში” 11 ჰეთ თრიქი აქვს შესრულებული, რაც მე-6 საუკეთესო შედეგია.
უბრალო მოკვდავებს შორის პირველ ადგილს პაულინიო ალკანტარა იკავებს 22 ჰეთ თრიქით. შემდეგ მოდიან ჰანს გამპერი (17), ჟოზეპ სამიეტიერი (16), ლასზლო კუბალა (16) და სესარ როდრიგესი (15). რაც შეეხება ლეო მესის – მის ანგარიშზე 39 ჰეთ თრიქია.

მესის 2 წელია ჰეთრიქი არ გაუტანია
ბრაო ჯეკას
სამი ამდენი ჰეტრიკი ბარსაში ლუის
მესისი საუკუნეები ვერ დაეწევიან