მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ჟირონასთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ჟირონასთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ჟირონასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“ლა ლიგაში 14 თამაში დაგვრჩა და აქედან სამი ამ კვირაშია. ქულების მაქსიმუმი უნდა ავიღოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

ხვალინდელი მატჩი კატალონიური დერბია, თანაც “ჟირონა” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ეს გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან ახლახანს ამოვიდა და მათი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სიურპრიზია. “ჟირონას” ჩამოყალიბებული თამაშის სტილი აქვს, რომელიც “ჩელსისას” მაგონებს და კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგალითად – სტუანი და პორტუ. ამ მომენტისთვის ორივე მათგანი შესანიშნავ ფორმაშია. 

ვალვერდემ სერჟი რობერტოზეც ისაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ “ბარსასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. 

“რობერტო უკანა ხაზში თამაშს კარგად ითავსებს და საკუთარი ნახევრიდან ბურთის ცენტრამდე ამოტანას წარმატებით ახერხებს. გასახდელში ის უკვე მნიშნველოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მისი გუნდში ყოლა ფუფუნებაა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (22)

  • davidus2020
    schedule 23 სექ 2018, 14:25

    ეხ ვალიკო ვალიკო, როდის გაგვახარებ, შენი წასვლით? რა გახანძლივება, გაგვიკეთე საჩუქარი და დროზე ადრე წადი

  • buxo
    schedule 23 სექ 2018, 09:44

    ბესიკაა ერთიერთში smile