მადრიდულმა Marca-მ გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრების აზრით პეპ გვარდიოლას (2011/12) და ერნესტო ვალვერდეს (2017/18) “ბარსელონას” შემადგენლობებიდან საუკეთესო თერთმეტეული გამოავლინა. გამოკითხვის მონაწილეებს ერთმანეთს ყველა პოზიციაზე ახლა და 8 წლის წინ მოთამაშე ფეხბურთელები უნდა შეედარებინათ.
მეკარის პოზიციაზე ტერ შტეგენმა მიღებული ხმების 83%-ით ვიქტორ ვალდესს დამაჯერებლად აჯობა.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე სერჟი რობერტოს გულშემატკივრებმა დანი ალვესი ამჯობინეს (89%), ცენტრალურ დაცვაში კი 2010/11 წლების პიკე-პუიოლის დუეტმა დღევანდელ პიკე-უმტიტის ტანდემზე მეტი ხმა მიიღო. ერიკ აბიდალს და ჟორდი ალბას შორის ხმების 75%-ით საუკეთესო მარცხენა მცველად ალბა დასახელდა.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ჟერარ პიკეს მსგავსად, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა კონკურენციას საკუთარ თავს უწევდნენ და ფანებმა მათ 8 წლის წინანდელ ვარიანტს ახლანდელი არჩიეს. ყველაზე დიდი უპირატესობა ჩავი ერნანდესის შემთხვევაში დაფიქსირდა – ლეგენდარულმა ნახევარმცველსა და ივან რაკიტიჩს შორის ხმების პროცენტული რაოდენობა 95-5-ზე გადანაწილდა, პედრო როდრიგესის და პაულინიოს შორის კი – 62%-34% (4%-მა თავი შეიკავა).
ასევე დიდი სხვაობა დაფიქსირდა ლუის სუარესს და დავიდ ვილიას შორის. ურუგვაელმა ფორვარდმა ხმების 85% მიიღო. რაც შეეხება ლიონელ მესის დღეს და 2010 წელს, აქ გულშემატკივრებმა უპირობო ფავორიტი ვერ დაასახელეს. გამოკითხულთა ნახევარმა უპირატესობა 31 წლის მესის მიანიჭა, 47%-მა – 8 წლის უფრო ახალგაზრდას, 3%-მა კი თავი შეიკავა.
მწვრთნელებს შორის დუელი, რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლამ, ხმების 77%-ით მოიგო.




თითოეულ პოზიციაზე გუარდიოლას დროინდელი ჯობია, სუარესზე შეიძლება დავა, მაგრამ ვილია სხვა დონე იყო, თან გუნდშიც იდეალურად იჯდა. ალბა-აბიდალზეც შეიძლება დავა, მაგრამ მე აქაც აბიდალს ავირჩევდი, დაცვაში ბევრად ძლიერი იყო, დანარჩენზე დავა არ შეიძლება, ის უბრალოდ ზე-გუნდი იყო
ბარათზე გადაირიცხე და ბანკომატიდან აიღებ
ბარათით ძმაა,თუ არ გინდა რომ ის მივიდეს ვიზეც არის
ინიესტა ადრე უფრო გამძლე იყო თორე კლასი ახლა უფრო მეტი აქვს
გვარდიოლაში შჯობია
ბარათზე გადაირიცხე და ბანკომატიდან აიღებ
Aხლანდელი Buske შეილება მარა 8 წლის 25 წლის ინიესტა დავიჯერო ეხანდელს რა ჯობია?
ბიჭებო აჭარაბეთიდან თანხა როგორ გამოვიტანო როცა სხვისი პირადობით ვარ დარეგისტრირებული?არ გაატაროთ გთხოვთ <3
ტერ შტეგენი
ალვეში,უმტიტი,პუიოლი,ალბა
ხავი,ბუსკეცი,ინიესტა
მესი,სუარეზი,ვილაა
ნალუბოი დაუდგეს
მწვრთნელად გვარდიოლა
მე პირადად გვარდიოლას და ვალვერდეს დროინდელ ბარსადან ეს შემადგენლობა მომწონს.
ტერ შტეგენი.
ალვესი.პიკე.პუუოლი.აბიდალი.
ხავი.იაიატურე.ბუსკეტსი.ინიესტა.
მესი.იბრა
რა იდიოტობაა
დავიდ ვილია ჩემთვის უსაყვარლესი ფორვარდია და სუარესს მირჩევნია ასევე ვალდესის მაგიერ შტეგენის არჩევა როგორ შეიძლება ჯერ მხოლოდ ერტი წელია რაც მთავარი მეკარეა ხალხი წარსულს საერთოდ არ აფასებს არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ მაგრამ ჩემთვის ვილია და ვიქტორი უსაყვარლესი ადამიანები არიან და დარჩებიან ბოლომდე ესე