“ბარსელონა ბ”-ს ახალგაზრდა ფეხბურთელს, ორიოლ ბუსკეტსს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მან საავადმყოფოს დატოვების უფლება უკვე მიიღო. ის გამოჯანმრთელების პროცესს სახლში განაგრძობს და მოედანს დაახლოებით 5 თვეში, წინასასეზონო მზადების მიმდინარეობისას დაუბრუნდება.
ბუსკეტსმა, რომელიც სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, სერიოზული ტრავმა რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა.
19 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად 1 შეხვედრა ჩაატარა, “ბარსა ბ”-სთან ერთად კი – 22.




იმედია სერხიო ბუსკეცის შემცვლელი იქნება
კმის ფორმას უნდა დაუბრუნდეს და შემდეგ პროგლესი განაგრჯოს