არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ განაცხადა, რომ მან ლიონელ მესის სთხოვა, მიმდინარე სეზონში “ბარსელონასთან” ერთად ნაკლებად ეთამაშა და მოახლოებული მსოფლიოს თასისთვის მომზადებულიყო.
“ლიონელ მესი ყოველთვის ძალიან ძლიერია, სხვა ფეხბურთელები კი, მათ შორის სერხიო აგუერო, ამ მომენტში თამაშობენ განსაკუთრებით კარგად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ისინი მსოფლიო ჩემპიონატსაც იგივე ფორმაში შეხვდებიან”.
ტაპიამ ასევე დაადასტურა, რომ ივნისისთვის არგენტინის და კატალონიის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრის გამართვა იგეგმება.
“ხორხე სამპაოლიმ თქვა, რომ ეს შესანიშნავი აზრია. თანაც, ასეთი მატჩი ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს”. – განაცხადა ტაპიამ.




Mec espanets vbalesjikob inis ambavshi. Mara messic codoa. Inim msofliozec chawera tavisi tavi oqros asoebit Mara am asakshic tu ifrens vitom zidanis youtube fanebi moketaven
არგენტინა მოიგებს მსოფლიოს დარწმუნებული ვარ.ლეო გახდება ბომბარდირიც,საუკეთესო ფეხბურთელიც და ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორიც