“ბარსა ბ”-ს ახალწვეული, 18 წლის ბალუ ტაბლა აცხადებს, რომ კლუბში გადმოსვლის შემდეგ მას რჩევა ლეგენდარულმა კოტ დ’ივუარელმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ მისცა. ბალუმ და დროგბამ ერთმანეთი კანადურ “მონრეალ იმპაქტში” თამაშის დროს გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი კოტ დ’ივუარის ქალაქ აბიჯანშია დაბადებული.
“დროგბას გუშინ ვესაუბრე. ის გახარებულია იმით, რომ ისეთ კლუბში მოვხვდი, როგორიც “ბარსელონაა”. მან მითხრა, რომ ყველაფერი ახლა იწყება და ჩემი შესაძლებლობების გამოსავლენად ყოველდღე თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო.
იანვარში, როცა “მონრეალი” MLS-ის ფლეი-ოფებიდან გამოვარდა, კოტ დ’ივუარში გავემგზავრე, კანადაში დაბრუნების შემდეგ კი ტრანსფერი უცებ გადაწყდა.
აქაურობა ძალიან მომწონს. განსაკუთრებით აქაური კერძები, რომლებიც ძალიან გემრიელია. მომდევნო კვირიდან ესპანური ენის სწავლასაც დავიწყებ. ბარსელონას უკვე ვეჩვევიე, ეს შესანიშნავი ქალაქია”. – ციტირებს ტაბლას სიტყვებს Sport.
Midi midi moixode
იმედია დაიმსახურებ პირველ გუნდში დაწინაურებას
არადა მაგრა დაიწყო თავიდან მაგრამ მონდომებაა აკლია ბალოოს
დროგა გიჟი იყო კარგად თამაშობდა