workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალესანდრო ფლორენცი “ბარსას” და კიდევ 3 გრანდის რადარზეა

ალესანდრო ფლორენცი “ბარსას” და კიდევ 3 გრანდის რადარზეა

Corriere dello Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “ატლეტიკო” “რომას” ნახევარმცველით, ალესანდრო ფლორენცით ინტერესდებიან.

კლუბები გეგმავენ ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით ისარგებლონ – ფლორენცის ხელშეკრულება “რომასთან” ახლო მომავალში იწურება, ანაზღაურების სახით კი ის წელიწადში მხოლოდ 2 მილიონ ევროს იღებს.

თავის მხრივ, რომაელები ფლორენცისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესებას გეგმავენ. მიმდინარე სეზონში, 26 წლის ალესანდრომ ამჟამინდელი კლუბის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • sherlok007
    schedule 09 თებ 2018, 22:41
    #2

    არგვინდა ეს რონალდოს ბულკია

  • messi and iniesta
    schedule 09 თებ 2018, 17:15
    #1

    რა ცენზურად გვიბბდა