მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
21 აპრილს: “ბარსელონა”-“სევილია”

21 აპრილს: “ბარსელონა”-“სევილია”

“ვალენსიას” ბარიერის გადალახვის შემდეგ, “ბარსელონა” კოპა დელ რეის ფინალში “სევილიას” დაუპირისპირდება. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გასულ ზაფხულს დააანონსა, ფინალი 21 აპრილს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქალაქი და სტადიონი უმასპინძლებს შეხვედრას.

კატალონიელები “სევილიას” 2015-16 წლების სეზონის ფინალშიც დაუპირისპირდნენ და ანდალუსიელები 2-0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” ეს ტურნირი 29-ჯერ აქვს მოგებული და მიმდინარე სეზონში ამ რიცხვის დამრგვალებას ეცდება. ამასთანავე, გამარჯვების შემთხვევაში, ერნესტო ვალვერდეს გუნდი გახდება პირველი ბილბაოს “ატლეტიკის” შემდეგ, რომელიც სამეფო თასის მოგებას ზედიზედ 4-ჯერ მოახერხებს. ბასკებმა ამის გაკეთება შორეულ წარსულში, 1930-33 წლებში მოახერხეს.

ამ მატჩის გამო ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა “ბარსელონას” და “ვილიარეალს” შორის, რომელიც 22 აპრილს უნდა გამართულიყო, გადაიდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    schedule 09 თებ 2018, 17:42

    მემგონი ცუდ დროსა ჩვენტვის

  • philipe coutinho
    schedule 09 თებ 2018, 14:52

    წელს მაინც გვათამაშონ ბერნაბეუზე 😀 მანდ მინდა რომ ვიზეიმოთ ჩემპიონობა :დ შიგ მადრიდის გულში აღვმართოთ თასი :დდ უკვე სამიი წელია უარით გვპასუხობენ მაგ მოთხოვნაზედა წელს მაინც დაგვთანხმდეს პერესი

  • kobirati
    schedule 09 თებ 2018, 12:50

    ჯერჯერობით უცნობია რომელ ქალაქში გაიმართებაო და ისევ თბილისში ხომ არ ვათამაშოთ:)