მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ვალენსიასთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ვალენსიასთან” მატჩის წინ

“ვალენსიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ერნესტო ვალვერდემ პრეს-კონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“თუ ჩვენი მეტოქის შემტევ პოტენციალს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლის გატანა მაინც დაგვჭირდება. ეს ნახევარფინალია, “ვალენსია” მატჩის დასაწყისიდანვე მოტივირებული იქნება”.

ცოტა ხნის წინ ტრავმა მოიშუშა “ღამურების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გონსალო გუედეშმა და ის “ბარსელონასთან” თამაშისთვის მზად იქნება. ვალვერდე თვლის, რომ მისი დაბრუნებით ვალენსიურ კლუბს დიდი ძალა შეემატა. 

“გუედეში არის ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ. მიმდინარე სეზონში ის ძალიან კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის სერიოზული პრობლემების შექმნას შეეცდება. ჩვენმა ფეხბურთელებმა მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ”.

ერნესტოს ჟერარ პიკესთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა. როგორც იცით, ცენტრალურმა მცველმა “ესპანიოლთან” დაზიანება მიიღო და უახლოეს მომავალში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

“პიკეს დღეს ვარჯიშზე ვნახავთ და გავიგებთ, არის თუ არა ის მზად მოედანზე გასასვლელად. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (12)

  • BaKuRa
    schedule 14 სექ 2019, 01:03

    ყველა წაკითხული სიახლის მერე შენ გაგინებ ცხვირა :დდდ

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2019, 00:58

    მიდი ვალიკო უნდა მოუგო ვალენსიას

  • messiiesta
    schedule 01 თებ 2019, 23:15

    უკვე დავიწყე ტრიპლეტის აღნიშვნა:) გუნდიც და უფროსობაც მაგარი მოტივირებულები არიან ფაკტი სახეზეა ტრანსფერმარკეტზეც აკტიურად ჩაერთნენ, რავი ძმაო წარმატებები 👣

  • dembele11
    schedule 01 თებ 2019, 22:34

    ციტატა: ani-barca10
    რობოტა და რობოტუნებში რო ცხვირბანგულა იყო მაგას გავს ვალვერდე joy


    Bაზარი არაა😂აუ ისე მომენატრა ეგ მულტფილმი, მაგარი იყო 😂

  • ფილიპე კოუტინიო
    schedule 08 თებ 2018, 16:16

    მიდი ვალოდი მაგარი კაცი ხარ

  • temo24
    schedule 08 თებ 2018, 01:15

    ვალო დააყენე მინა მეორე ტაიმში მაინც ამდენი ხანია ვიყიდეთ და ჯერ მოედანზე არ გამოსულა რაღას ელოდები კოუტინიომ როგორცვე მოიშუშა ტრავმა ეგრევე გაიყვანე მოედანზე სათამაშოდ და მინამ რა დაგიშავა

  • messi and iniesta
    schedule 07 თებ 2018, 23:27

    სილესენი უნტიტი ალბა სემედუ მინა კოუ რაკეტა ბუსკე მესი სუარეზი ვიდალი

  • Guro messi
    schedule 07 თებ 2018, 23:15

    მინა უმტიტი უნდა დააყენოს ვალენსიასთან.
    მოკლედ ასეთი შემადგენლობა მინდა:
    სილესენი
    სემედუ მინა უმტიტი ალბა
    რაკიტიჩი ბუსკეცი კოუტინიო
    მესი
    ალკასერი სუარესი.
    ინიესტა დაასვენოს.

  • sandro89
    schedule 07 თებ 2018, 22:44

    ვალო არ გარისკო და არ ათამაშო მინას მიეცი შანსი

  • Barca-Camp nou
    schedule 07 თებ 2018, 22:26

    Admin tu dembeleze rsme informacia gaqvs dade ra ramdeni xania ar dagidia demboze araferi

  • Msd.Coutinho
    schedule 07 თებ 2018, 22:25

    ვალვერდე კაი მწვრთნელია

  • gurgenidze
    schedule 07 თებ 2018, 22:23

    ციტატა: gio tediashvili
    ბოლობოლო როდის ბრუნდება დემბელე ?


    Xetapestan iqneba ganacxadshio