“ბარსელონას” განკარგულებაში მყოფი 6 ფეხბურთელი, არენდის წესით, სხვა კლუბის ღირსებას იცავს. კატალონიური გრანდის ოფიციალური საიტი წარმოგიდგენთ, ინფორმაციას მათი განვითარების შესახებ:
● მუნირ ელ-ჰადადი “ალავესის” ღირსებას იცავს და მთავარი მწვრთნელის, პიტუ აბელარდოს ნდობით სარგებლობს, რომელიც თავის დროზე “ბლაუგრანას” ღირსებას იცავდა. დეპორტივოელების მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში (აქედან 17 სასტარტო შემადგენლობაში) ახალგაზრდა ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა.
● რაფინია “ინტერს” ახლახანს შეუერთდა და ჯერჯერობით, ის იტალიაში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ნახევარმცველმა “ნერაძურის” მაისურით ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მილანურ კლუბში ალკანტარას “ბარსას” აკადემიის ექსწევრი, მაურო იკარდი ეგულება.
● ჟერარ დეულოფეუ პრემიერ ლიგაში იანვარში დაბრუნდა. ესპანელ შემტევს ინგლისში, კერძოდ კი, “ევერტონში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ახლა ის თავისი შესაძლებლობების გამოვლენას “უოტფორდის” მაისურით შეეცდება. ახალგაზრდა ფორვარდმა “სტოკის” წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა.
● თურქეთში დაბრუნებულ არდა თურანს “ბაშაქშეჰირის” შემადგენლობაში საოცნებო დებიუტი ჰქონდა. მოედანზე შემოსვლიდან 20 წუთის შემდეგ “ბარსას” ყოფილმა “შვიდიანმა” პირველი გოლი გაიტანა. ახალი კლუბის მაისურით მან საერთო ჯამში, 3 მატჩი ჩაატარა.
● მარლონ სანტოსი “ნიცას” რიგებში მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებს. ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 10 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
● დუგლასი “ბენფიკაში” ზაფხულში გაანათხოვრეს და მას შემდეგ ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ყველა ტურნირზე საერთო ჯამში, 7 მატჩი ჩაატარა.
სამპერის დაბრუნება
სერჟი სამპერი “ლას პალმასს” გასულ ზაფხულში შეუერთდა. წინა თვეში ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2017/18 წლის სეზონი მისთვის ნაადრევად დასრულდა. ამის გამო, კლუბებმა ერთობლივად მიიღეს 23 წლის მოთამაშის კატალონიაში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც ის აღდგენით პროცესს გაივლის.




მუნირი,მარლონი დააბრუნონ ზაფხულში.სამპერის დაბრუნებასაც მივესალმები
რაფინია არ უნდა გაესშვათ
Chemi azrit muniri unda daabrunon da paco gaushvan aseve halilovicis dabrunebasac mivesalmebi magari igrokia magas tramva ro ara aqamde ityoda tavis satqmels. Rac sheexeba ardas aitvalwunes davijero gomezs mainc ar jobia mara iqita wels ukve gasayidia egec deulofeuc da rafiniac da duglasi unda gavachuqot magas aravin ar iyids.
ესეც დეუს გოლი
გეთანხმები მაგრამ ეს ერთი მითხარი არდა ბარსასიიი მეტ სათამაშო დროს არ იმსახურებდა
ჩემი აზრით ზედმეტად დიდი ხელფასი ქონდა და გუნდს უნდოდა მოშორება. ჯერ რა უაზრო სისტემით გააიჯარეს აქეთ იხდის ფულს მგონი ბარსა. ვერაფერი მიიღეს სამაცვლოდ არადა არაა პატარა ფეხბურთელი. უეჭველი ხელმძღვანელობამ უთხრა ვალოს რო უნდა გავყიდოთ და არ მიცე სათამაშო დროო. რავი სხვა მიზეზს ვერ ვხედავ რატო უნდა დაიკიდო ამ დონის ფეხბურთელი ესე და რატო უნდა შე..ცე გომეშს და ვიდალს. და ვისაც თურანი ჭ კლასისს გონია კარგად გადახედოს ატლეში სეზონებს ან ესპამეთის სუპერ თასზე ბარსა სევილიას. არადა ერთი 2-3 თამაში რო ჩაეტარებინა დარწმუნებული ვარ ვალო დატოვებდა.
ჰალილა სამწუხაროდ გავყიდეთ მარა გამოსყიდვა რთული არ იქნება თუ დაიმსახურა. თითქოს ლას პამლასი კარგი გუნდი იყო მისთვის, ქონდა შარშან სათამაშო დრო და რამდენიმე ასისტი გააკეთა მარა მერე სერიოზული ტრავმა მიიღო. დღეს დაბრუნდა, 62 წუთზე შემოვიდა და 90 ზე გამარჯვების გოლი გაიტანა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლას პალმასისთვის
Watfordi naxet ra uqna shelsis
მემგონი თუ ვერმა არ იქნა მინა მარლონის დუეტზე
გეთანხმები მაგრამ ეს ერთი მითხარი არდა ბარსასიიი მეტ სათამაშო დროს არ იმსახურებდა
არდას გაყიდვით შეცდომა დაუშვეს.
არ იყო ცუდი ფეხბურთელი,შარშან ნეიმარის არყოფნის დროს დაამტკიცა,რომ ბევრის გაკეთება შეუძლია.
მარლონი მგონია რო დიდი მცველი დადგება 🙂
გეთანხმები მაგრამ ეს ერთი მითხარი არდა ბარსასიიი მეტ სათამაშო დროს არ იმსახურებდა
Arda atleshi raklasni iyo da aq kide…
არდა მაიბც მგელია არ თამაშობდა ბარსააიც ცუდად გადახედეთმის სტატისტიკას რამდენი გოლი დაპასი ჰქონდა გოლს პლიუსს პასის მიხვედითსაუკეტესო ნახ მცველიი იყო ლაა ლლლიგასი არადა ყველაზე ნაკლები მატჩი ჰქონდა ჩატარებული
მუნირი პაკოს ათი თავით ჯობია,თუ ზამენაზე პრობლემები არ ექნება დააბრუნონ ჯობია
რაც ჩამოთვსლეს მაქდან სლბათ მარლონი უნდა დააბრუნონ მარტო
სამპერზეე ძაან დიდი იმედებს ამყარებდნენ მარა ჩაფლავდა…