“ბარსელონას” ყოფილი ჰოლანდიელი მცველი ფრანკ დე ბური კატალონიურ კლუბზე და არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის როლზე საუბრობს.
“გასული წლის ბოლო “ელ კლასიკოს” დავესწარი. გამიხარდა, როდესაც “ბარსელონამ” მოიგო – მე ხომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. აქ 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. გასულ წელს ჩვეული “ბარსა” ვერ ვიხილეთ. ვალვერდე უბრალო ადამიანია, ფეხბურთელებს მისი მარტივად ესმით. ერნესტომ მხოლოდ დეტალები შეცვალა. ის მიხვდა, რომ 4-3-3 სისტემით თამაში ნაკლებად შესაძლებელი იყო: გუნდში ნეიმარი აღარაა. დღეს “ბარსა”, როგორც წესი, 4-4-2 სისტემით თამაშობს, წინ კი მესი და სუარესი არიან.”
“არგენტინის ნაკრები მესიზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს პრობლემა არაა: “ბარსელონაშიც” ასეთი სიტუაციაა. არგენტინის ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც პოტენციურად “ბარსელონას” მოთამაშეებზე ძლიერები არიან. ხორხე სამპაოლის საქმე ფეხბურთელების პოზიციებზე სწორად განაწილება და მესისთვის თავისუფალი როლის მინიჭებაა. ვფიქრობ, არგენტინა შეძლებს “ბარსასავით” ითამაშოს: მესის შეუძლია სიტუაციასთან ადაპტაცია გაიაროს. იმედი მაქვს, ლეო თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. მეტი შანსი მას, შესაძლოა, აღარც მიეცეს და არგენტინაში ეს ყველას ესმის. ახლა ის შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ როგორში იქნება 34 წის ასაკში?” – აცხადებს დე ბური Sport Express-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ვალვერდე მართლაც უნიჭიერესი მწვრთნელია და უნდა გადააწყოს გუნდი ისევ 4-3-3ტაქტიკაზე.არნაისი დააწინაურონ პირველ გუნდში და მუნირი დააბრუნონ ზაფხულში ტიპი მაგრად უბერავს ალავესში.დემბელე მარცხენა ვინგერზე ათამაშოს მესი მარჯვენაზე და სუარესი ცენტრში.არგენტინა კი უეჭველი მოიგებს მსოფლიოს.ლეო გახდება საუკეთესო მოთამაშეც და ბომბარდირიც მსოფლიოზე
34-ის კი არა 35-ის. ლეო ამ ჩემპიონატზე გახდება 31, 2022-ში კი 35-ის.
რა ცენზუურას ლაპარაკობთ მესის გაარეშე არგენტინა მაგარი გუნდი იკნება მესის გარდა ბევრი ფეხბურტელი თამაშობს დი მარია აგუერო დიბბალა ჰიგუაინი იკარდიი თქვენ გგონიათ სადაც ესენი თამაშობენ ცუდი გუნდი იქნება ბარსაზე ლაპარაკიც არ არის
ბარსელონაში შეიძლება რომელიმემ ითავოს ლიდერობა მესი თუ დაშავებულია მარა არგენტინა მესის გარეშე არაფერია
არგენტინა 100% მესიზეა დამოკიდებული.