მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ

“ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

“თავიდანვე ვიცოდი, რომ ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდოდა. პირველ ტაიმში მხოლოდ რამდენიმე ჯარიმა იყო, მაგრამ მეორე ნახევარში დარღვევები უფრო გახშირდა, თანაც მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებით, ფეხბურთელები ადვილად ეცემოდნენ და ისე ჩანდა, თითქოს სერიოზული ზიანი ჰქონდათ მიყენებული.

მთელი მატჩის განმავლობაში ბუნებრივ პირობებთან გამკლავება გვიწევდა. მინდორი სველი იყო, ბურთი მოულოდნელად ჩერდებოდა და ეს ხიფათს ქმნიდა. თითქმის არ გვქონდა იმის საშუალება, რომ საკუთარი თამაში გვეთამაშა და გრძელ გადაცემებზე გვიწევდა აქცენტის გაკეთება. ამ ყველაფრით “ესპანიოლმა” ისარგებლა, მაგრამ საბოლოოდ ქულის აღება მაინც მოვახერხეთ.

ჟერარ პიკე მსგავს თამაშებში ყოველთვის საჭიროა, ის საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს. მის გოლის აღნიშვნას ამ კვირაში განვითარებული მოვლენების და დაძაბული დერბის ასახვად მივიჩნევ.

მესის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვების მიზეზი ის იყო, რომ ზედიზედ რამდენიმე თამაშის ჩატარება გვიწევს და ხანდახან სიფრთხილე გვმართებს. ის მოედანზე ფასდაუდებელია, თანაც დასვენება ყველა ფეხბურთელს სჭირდება”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (41)

  • Barca_MNS
    schedule 09 დეკ 2018, 20:13

    მესის ასე რომ ეთამაშა მსოფლიოზე სახეს აახევდა ნებისმიერს..საქმე განა იმაშია, რომ არ უნდოდა ან მწვრთნელის მიუხედავად იზამდა მაგას არ ვიძახი, უბრალოდ რამდენიმე წელია ასეთი თამაში მესისგან არ მინახავს. ამდენი მგონი ბოლო 3-4 წელი არცერთ თამასში ურბენია…მიღება და აჩქარება ერთი იყო