მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: არა მგონია, ამ მომენტის გამო უმტიტისთვის ხელის მოჭრა ღირდეს

ვალვერდე: არა მგონია, ამ მომენტის გამო უმტიტისთვის ხელის მოჭრა ღირდეს

“ალავესთან” გამარჯვების შემდეგ ერნესტო ვალვერდემ Barca TV-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

“ალავესთან” შეხვედრა

“ეს თამაში საკმაოდ რთული გამოდგა. პირველ ტაიმში კონტრ-შეტევის შედეგად გოლი გავუშვით, მიუხედავად იმისა, რომ ვდომინირებდით და ბევრ მომენტს ვქმნიდით, “ალავესის” ფეხბურთელები მყარად იდგნენ უკან და სივრცეებს კეტავდნენ. მატჩის შემოსატრიალებლად ბევრი შრომა დაგვჭირდა”.

ანდრეს ინიესტა

“გუნდში გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც სიღრმიდან კარგად თამაში შეუძლიათ, მაგრამ ინისტა ამის სპეციალისტია. მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ძალიან ბევრი ფეხბურთელი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს “ალავესის” მხრიდან უფრო მეტ და სახიფათო კონტრ-იერიშს გამოიწვევდა. ამისთვის გვჭირდებოდა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ინიესტა და მესი. მან დიდი როლი ითამაშა ანგარიშის გამათანაბრებელ გოლში, რომელმაც ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა”.

სამუელ უმტიტი

“უმტიტის ხელით თამაშის მომენტს ყველა სხვადასხვა კუთხიდან უყურებდა, შესაბამისად, ერთი აზრი არასოდეს იქნება. ხანდახან ბურთი გადის და მას არ თვლიან, ხანდახან კი ასეთი რამ ხდება. მსაჯის გადაწყვეტილება ორივე მხარეს ვერ დააკმაყოფილებდა. არა მგონია, ამის გამო უმტიტისთვის ხელის მოჭრა ღირდეს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 29 იან 2018, 15:09

    ინი სულ ძირითადსი უნდა იყოს

  • philipe coutinho
    schedule 29 იან 2018, 12:10

    ციტატა: Leo22
    უმტიტზე ხელის მოჭრა კი არა ფეხბურთელები ათამაშე შე სირო თავიანთ პოზიციაზე. უაზრო ექსპერიმენტებს რო ატარებ.


    ამ “სირს” 21 ტურია არ წაუგია თამაში ლალიგაში და დააცადე რაა იცის კაცმა თავისი საქმე