workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის მე-200 თამაში “კამპ ნოუზე”

მესის მე-200 თამაში “კამპ ნოუზე”

დღეს, “ალავესის” წინააღმდეგ, ლიონელ მესი “კამპ ნოუზე”, ლა ლიგის ეგიდით, თავის მე-200 თამაშს ჩაატარებს.

განვლილი 199 თამაშის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ “ბარსელონას” საშინაო არენა არგენტინელი ვარსკვლავის სამფლობელოა. ამ 199 შეხვედრაში მესიმ 211 გოლი გაიტანა, რაც თამაშში, საშუალოდ, 1.06 გოლს უდრის.

მესის, “კამპ ნოუზე”, 170 მოგება (85.4%), 18 ფრე (9%) და 11 წაგება (5.5%) აქვს.

“კამპ ნოუზე” ლიონელ მესის დებიუტი 2004 წლის 24 ოქტომბერს, “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) შედგა, როდესაც არგენტინელმა ბოლო 18 წუთი ითამაშა.

პირველი გოლი ლეომ მე-5 ცდაზე გაიტანა. ეს 2005 წლის 1 მაისს, “ალბასეტესთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.

შესაძლო 17 910 წუთიდან, ლეო მესიმ “კამპ ნოუს” მინდორზე 15 790 წუთი დაჰყო. დარჩენილი 2 120 წუთიდან ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, საწყის სეზონებზე მოდის, როდესაც ფრანკ რაიკარდი ახალგაზრდა ვარსკვლავს პირველ გუნდს აჩვევდა.

მესის, “კამპ ნოუზე”, 33 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია. მისი ფავორიტები “ესპანიოლი” და “სევილია” არიან – ამ გუნდების კარში მან 15-15 გოლი გაიტანა. შემდეგ მოდის “ატლეტიკო” (14) და “ვალენსია” (13).

დღევანდელი მეტოქის, “ალავესის” კარი, “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში, მესის მხოლოდ ერთხელ აუღია. ეს 2006 წელს, 2:0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. მესი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, თავი კი მან 82-ე წუთზე გამოიჩინა.

არგენტინელს საუკეთესო მონაკვეთი 113-დან 125-ე თამაშამდე ჰქონდა, როდესაც მან 22 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, მან 12 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Don_Andresito
    schedule 28 იან 2018, 23:07
    #13

    ციტატა: Tramp

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Tramp
    ლეგენდა კამპ ნოუზე ბრუნდება , მუნირ ელ მეხორ ჰადადიიიიიი


    Sheidzleba meore legendis dabrunebac vixilot. Bojan krkici meore mesit sheracxuli talanti


    თავიდან რომ მაგის თამაშები გენახა მართლა იტყოდი რომ მეორე მესი იყო , საოცარი ტალანტი რომელიც ტრავმებმა შეიწირა


    Bevri vnaxe da magis ro meimedeboda egre dembelesi ar meimedeba mara rat ginda. Dembozec magis meshinia

  • Magician
    schedule 28 იან 2018, 21:45
    #12

    2 საათი დარჩა, რა ნელა გადის დრო.

  • messi and iniesta
    schedule 28 იან 2018, 20:28
    #11

    ვნდა გაიტანოს

  • philipe coutinho
    schedule 28 იან 2018, 20:28
    #10

    ბერნაბეუზე გატანილი გოლების სტატისტიკაც რომ გამოაქვეყნოთ იქაც ერთერთი საუკეთესო იქნება იმდენიაქვს გატანილი :დდდ

  • Tramp
    schedule 28 იან 2018, 20:28
    #9

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Tramp
    ლეგენდა კამპ ნოუზე ბრუნდება , მუნირ ელ მეხორ ჰადადიიიიიი


    Sheidzleba meore legendis dabrunebac vixilot. Bojan krkici meore mesit sheracxuli talanti


    თავიდან რომ მაგის თამაშები გენახა მართლა იტყოდი რომ მეორე მესი იყო , საოცარი ტალანტი რომელიც ტრავმებმა შეიწირა

  • gurgenidze
    schedule 28 იან 2018, 20:27
    #8

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: gurgenidze

    ციტატა: DyBaLa21
    Wels oqros burts an es aighebs an de bryini smile smile smile


    Wels bevrs gadawyvetz msoplio


    მე უფრო ნეიმარზე გავაკეთებდი ფსონს. დე ბრუ ძალიან მაგარია მარა სიტიმ ლიგა უნდა მოიგოს ან ბელგიამ მსოფლიო და ორივე საეჭვოდ მეჩვენება. ლეო ან ნეიმარი. ნეიმარს ორივე ტურნირზე იდეალური გუნდი ყავს და შანსები აქვს. ფავორიტია როგორც პსჟ ისე ბრაზილია. პსჟ ნაკლებად მაინც,მგონია რო რეალი გადაგლიჯავს მარა ბრაზილია ნ1 ფავორიტია


    Getanxmebi.. msoplio bevrss gadawyvets messim.tu maoplio awia burtic misia

  • Don_Andresito
    schedule 28 იან 2018, 20:25
    #7

    ციტატა: gurgenidze

    ციტატა: DyBaLa21
    Wels oqros burts an es aighebs an de bryini smile smile smile


    Wels bevrs gadawyvetz msoplio


    მე უფრო ნეიმარზე გავაკეთებდი ფსონს. დე ბრუ ძალიან მაგარია მარა სიტიმ ლიგა უნდა მოიგოს ან ბელგიამ მსოფლიო და ორივე საეჭვოდ მეჩვენება. ლეო ან ნეიმარი. ნეიმარს ორივე ტურნირზე იდეალური გუნდი ყავს და შანსები აქვს. ფავორიტია როგორც პსჟ ისე ბრაზილია. პსჟ ნაკლებად მაინც,მგონია რო რეალი გადაგლიჯავს მარა ბრაზილია ნ1 ფავორიტია

  • gurgenidze
    schedule 28 იან 2018, 20:22
    #6

    ციტატა: DyBaLa21
    Wels oqros burts an es aighebs an de bryini smile smile smile


    Wels bevrs gadawyvetz msoplio

  • Don_Andresito
    schedule 28 იან 2018, 20:13
    #5

    ციტატა: Tramp
    ლეგენდა კამპ ნოუზე ბრუნდება , მუნირ ელ მეხორ ჰადადიიიიიი


    Sheidzleba meore legendis dabrunebac vixilot. Bojan krkici meore mesit sheracxuli talanti

  • neuer1
    schedule 28 იან 2018, 20:03
    #4

    საუკეთესოა იმედია შეძლებს მსოფლიოს მოგებას.

  • Tramp
    schedule 28 იან 2018, 19:59
    #3

    ლეგენდა კამპ ნოუზე ბრუნდება , მუნირ ელ მეხორ ჰადადიიიიიი

  • Tornik3
    schedule 28 იან 2018, 19:56
    #2

    ციტატა: Cagatay Ulusoy
    მარტო მეჩვენება რაღაც თუ გამოვკლევდი ? https://www.youtube.com/watch?v=gain5q9wgzE confused neutral_face


    smiley smiley smiley

  • Magician
    schedule 28 იან 2018, 19:48
    #1

    მიყვარს ეს სტატისტიკა, მადლობა ავტორს 🙂