მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ცვლილებას გამოიწვევს კოუტინიოს ფაქტორი?

რა ცვლილებას გამოიწვევს კოუტინიოს ფაქტორი?

იანვრის დასაწყისში საფეხბურთო სამყარომ მეგატრანსფერი იხილა – ფილიპე კოუტინიო 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდა და ამით ის “ბარსელონასა” და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ბრაზილიელთან ხელშეკრულების გაფორმება “ბლაუგრანას” საზაფხულო გეგმებშიც შედიოდა, მაგრამ შეთანხმება ზამთარში შედგა. კლუბი სამივე ფრონტზე შესანიშნავად ასპარეზობს, უძლიერესი ინდივიდუალის მოსვლით კი ერნესტო ვალვერდეს რესურსი საგრძნობლად გაიზრდება.

კოუტინიოს ტრანსფერი მომავლის უზრუნველყოფაა – სწორედ ამიტომ გადაიხადა ხოსეპ მარია ბართომეუმ უზარმაზარი თანხა იმ მოთამაშის სანაცვლოდ, რომელიც მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს. სავარაუდოდ, ბრაზილიელი “ბლაუგრანას” მომდევნო ლიდერად მოგვევლინება.

“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა ნეიმარის წასვლით დასუსტებული ფლანგის ამუშავების რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა. მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ჟერარ დეულოფეუ, დენის სუარესი და რამდენიმეჯერ, 105-მილიონიანი უსმან დემბელე ვიხილეთ, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ვალვერდემ გადაწყვიტა სქემა 4-4-2-ის გამოყენება. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფრანგი შემტევი გადმოსვლის შემდეგ უკვე ორჯერ დაზიანდა, სწორედ ამიტომ, აღნიშნული ფორმაცია კლუბის ძირითად იარაღად იქცა.

კოუტინიო გაფორმებულია, რაც მოსალოდნელი ცვლილებისკენ მიუთითებს. ბრაზილიელი ნახევარმცველის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა ამჟამინდელი თერთმეტეულის ერთ-ერთი წევრის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას გამოიწვევს. თავის დამკვიდრება უსმან დემბელემაც თუ მოახერხა, სასტარტოს ორი მოთამაშის პრაქტიკა საფუძვლიანად შემცირდება. ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ, წარმოგიდგენთ კატალონიელთა განახლებული ფორმაციის ყველაზე რეალურ მოდელებს.

რა იფიქრეთ პირველად, როცა კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ მოისმინეთ? ალბათ ის, რომ ფილიპე ანდრეს ინიესტას შეცვლის. მოცემულ მომენტში, ეს ვარიანტი სავსებით ლოგიკურია. ბრაზილიელი ამ პოზიციაზე ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს, გუნდის კაპიტანი კი ძალებს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისთვის დაზოგავს.

შეტევაში მესი-სუარესი-დემბელეს ტრიო იმოქმედებს (მოსალოდნელია არგენტინელისა და ფრანგის როტაცია ფლანგზე). თუმცა, ეს გეგმა მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის. ინიესტას გარდა სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება რაკიტიჩს ან პაულინიოს მოუწევს. სავარაუდოდ, ეს ხორვატი იქნება, რადგან ასეთი ფორმაციის გამოყენების შემთხვევაში ბრაზილიელი ნახევარმცველის დაცვითი უნარები უფრო შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ივანის საფეხბურთო კრეატივი.

ვარიანტი №1

არსებობს მოვლენათა განვითარების კიდევ უფრო რეალური ვარიანტი – “ბარსელონას” ამჟამინდელი სქემის (4-4-2) შეცვლა არ მოუწევს, კოუტინიო კი ნახევარდაცვის ფლანგზე ინიესტას ადგილს დაიკავებს. მარჯვნიდან დემბელე იმოქმედებს, რის გამოც, “განწირული” კვლავ ივან რაკიტიჩია. სუარესისა და მესისთვის არაფერი შეიცვლება.

დასაშვებია უსმან დემბელეს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის ვარიანტიც. ამ შემთხვევაში რაკიტიჩი და პაულინიო შეთანხმებულად იმოქმედებენ, ახალგაზრდა ფრანგს კი მოუწევს შეცვლაზე შემოსვლის შედეგად მიღებული წუთებით დაკმაყოფილება. ხშირი ტრავმიანობის ფონზე, უტოპიური არც ეს მოსაზრებაა.

ვარიანტი №2

რთულად წარმოსადგენი ვარიანტი, მაგრამ მაინც შესაძლებელი – “ბარსელონა” 4-3-3 სქემას დაუბრუნდება, მაგრამ ამ ცვლილებას უსმან დემბელე შეეწირება.

კოუტინიო ნეიმარის პოზიციას დაიკავებს, ნახევარდაცვაში ბუსკეტსი-ინიესტა-რაკიტიჩი/პაულინიოს ტრიო ამოქმედდება, დემბელეს ადგილი კი აღნიშნულ ფორმაციაში აღარ დარჩება. ასეთ სიტუაციაში გაჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ დაიხარჯა ამხელა თანხა ფრანგის ტრანსფერში, თუ ის სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს? უსმანი ახალგაზრდაა და მან სარგებლის მოტანა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადოს.

კიდევ ერთი მომენტი – ამ სქემაზე გადასვლის შემთხვევაში “ბარსელონას” ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებული შემადგენლობით მოუწევს გამოსვლა, რადგან კოუტინიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ აქვს, მის გარეშე კი ფლანგი ნაკლებად ეფექტური იქნება.

ვარიანტი №3

ამ ვარიანტზე “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი აუცილებლად იფიქრებს. მესი და სუარესი კვლავ მეტოქის კარის აღებაზე იზრუნებენ, მოედნის ცენტრში ბუსკეტსი-პაულინიო-ინიესტას ტრიო გაბატონდება, ე.წ გამთამაშებლის პოზიციას კი ბრაზილიელი ჯადოქარი მოირგებს. ამჯერადაც არ გამოირიცხება ივან რაკიტიჩის მოხვედრაც ძირითად შემადგენლობაში. ინიესტას პრაქტიკის შემცირებაც არ იქნება მოულოდნელობა. ამ სქემის მთავარ მინუსებად უსმან დემბელეს არყოფნა და ჩემპიონთა ლიგაზე ფილიპე კოუტინიოს უთამაშებლობა შეიძლება ჩავთვალოთ.

ვარიანტი №4

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სქემა 4-2-3-1. თუმცა, საეჭვოა სამწვრთნელო შტაბი ასეთ ცვლილებაზე შეთანხმდეს. ამ ფორმაციის გამოყენების შემთხვევაში ყველა ფეხბურთელს (მეკარისა და მცველების გარდა) ფუნქციები შეეცვლება (ნაწილობრივ მაინც). შუა სეზონში კი ასეთმა გარდასახვამ გუნდს, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოუტანოს.

მოედნის ცენტრს ბუსკეტსი-პაულინიოს დუეტი გაამაგრებს, შემტევ ნახევარმცველებად დემბელე, მესი და კოუტინიო მოგვევლინებიან, თავდასხმას კი სუარესი მარტო გაუმკლავდება.

ვარიანტი №5

ფილიპე კოუტინიოს ოფიციალურ დებიუტამდე უფრო და უფრო მცირე დრო რჩება. კატალონიელთა ახალწვეული უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ახლო მომავალში ექიმებისგან თამაშის ნებართვას მიიღებს. მალე გავიგებთ, “ბარსელონას” ბოსი ჩამოთვლილი ხუთი ვარიანტიდან ერთ-ერთს აირჩევს, თუ ქომაგებს რაღაც განსხვავებულს შესთავაზებს.

სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (31)

  • coutinio285
    schedule 23 იან 2018, 20:21

    Varianti 2 da mexute yvelaze metad momewona

  • data cule
    schedule 23 იან 2018, 16:52

    ყველაზე მეატად 5 და 1 მომეწონა მაგრამ პაულინიოს ნაცვლად რაკეტა უკეთესი იქნება

  • gogi88
    schedule 23 იან 2018, 16:00

    ჯერ ჯერობით ძირითადის მოთამაშეებია ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი,პიკე,ბუსკეტცი, რაკიტიჩი, მესი და სუარესი. დანარჩენ 3 პოზიციაზე თამაშობს 7-8 მოთამაშე.

    ამ სეზონში არ მგონია 4-4-2 გადაუხვიოს ვალოდიამ და მომავალში შეცვლის ალბათ სქემას. დაცვაში კარგი თამაში ამ სქემის დამსახურებაა. წინა წლებში თუ 6 კაცით ვიცავდით თავს ეხლა მინიმუმ 8 კაცი იცავს თავს და შედეგიც სახეზეა, სუსტი დაცვით სერიოზული შედეგის მიღწევა ძნელია

    რობერტოს და სამედუს ჯერჯერობით დროს უყოფს, ისევ ძიებაშია ვალიკო

  • f0rgotten
    schedule 23 იან 2018, 14:23

    პირველი ვარიანტი ყველაზე კარგია მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, გუნდი რო არ გადაიტვირთოს 5 ვარიანტი უკეთესია

  • sandro89
    schedule 23 იან 2018, 11:32

    პაულინიოს მაგივრად რობერტო დაყენეთ 4 3 3

  • Dato112
    schedule 23 იან 2018, 11:30

    1 varianti yvelaze klasnia da 5es araushavs ras ityvit

  • Dato_xavi
    schedule 23 იან 2018, 10:57

    დემბელე ჯერ ბავშვია ხალხო დააცადეთ და ათამაშდება.ჯერ ტრამვებმა დატანჯა და ადაპტაციას რო გაივლის მერე მოთხოვეთ თამაში.კიდე ვისაც დემბელეს თამაში არუნახავს ჩართეთ იუთუბზე და ნახავთ რა შეუძლია.ასერომ ტრანსპერი შეცდომა არაა

  • kaxikaxi
    schedule 23 იან 2018, 09:23

    და სემედუ გაუშვით გუნდიდან? ყველგან რობერტო რატომაა მარჯვენა მცველი.ვალვერდე ჭკვიანი მწვრთნელია(ჯერ რაც ათამაშა გუნდი ეგ დასკვნა გამომაქვს) და როტაციებით ყველას ექნება თამაშის საშუალება.შარშან სწორენ მოკლე სათაგარიგო სკამმა გვიყო რაც გვიყო,ძირითადი თერთმეტეული არ იქნება ასე კლასიკურად გამოკვეთილი…მესი რომ მესია მასაც უნდა დასვენება და ეს ტრანსფრები მარტო წლევანდელ სეზონზე ხომ არაა გათვლილი.ბუსკეტსი,სუარესი და მესიც ასაკში არიან ებ გსათვალისწინებელია.

    არც ერთი არ მომწონს smile ვალომ იცის სად და ვინ როდის ათამაშოს blush

  • Barca_MNS
    schedule 23 იან 2018, 04:10

    ციტატა: qechi

    ციტატა: neo222
    ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი არი მეოთხე, რადგან მაპატიეთ მაგრამ დემბელეს ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ სასტარტოში, ტრავმიანობს, და რაც ითამაშა დიდი ვერაფერი შევამჩნიე, ვაბშე ეს ტრანსფერი ჩემიაზრით შეცდომა იყო. იმედია მე ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ


    უეჭველი რა დემბელე თუ ვინმეს გონია ინის სამუშაუს დემბელე შეასრულკებს მაგრად ცდება, ყველა მეხუთეს აძლევს ხმას იმიტო რო სუპერ შემტევია მარა ვალვერდეს სტილს თუ გავითვალისწინებთ არამგონია ეგ მოხდეს. მეოთხე ვარიანტი და ხანდახან შეცვლის ინის.


    ცოტა არაადეკვატურია -ინიეტას შემცვლელად მოიზრო დემბელე…რაც შეეხება შეამჩნიე თუარა დემბელეს შესაძლებლობა ეგ სხვა საკითხია, თუ უყურებდით საფრანგეთის ნაკრების ან დორტმუნდის თამაშებს ნახავდით რა შესაძლლებლოაბააქ დემბეელს…როცა ჩადგება ფორმაში სასტარტოდან ვერავინ ამოიღებს მას…ინიესტას კი კოუტინიო შეცვლის სრულფასოვნადთქო გითხრა ვერა ალბათ ფილოსოფიის გათვალისწინებით ძნელაი მაგრამ იგივე სტილის მოათმაშეა დაახლოებით რაც ინიერსტა..შემტევი ანხევარმცველი +კრაიზე თამაში,.. ინიესტასტასთან სიტყვა ''შეცვლა'' ვერ ჯდება მაგრამ სტილით რობერტოც მსგავისა დაახლოებთ

  • qechi
    schedule 23 იან 2018, 02:48

    ციტატა: neo222
    ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი არი მეოთხე, რადგან მაპატიეთ მაგრამ დემბელეს ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ სასტარტოში, ტრავმიანობს, და რაც ითამაშა დიდი ვერაფერი შევამჩნიე, ვაბშე ეს ტრანსფერი ჩემიაზრით შეცდომა იყო. იმედია მე ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ


    უეჭველი რა დემბელე თუ ვინმეს გონია ინის სამუშაუს დემბელე შეასრულკებს მაგრად ცდება, ყველა მეხუთეს აძლევს ხმას იმიტო რო სუპერ შემტევია მარა ვალვერდეს სტილს თუ გავითვალისწინებთ არამგონია ეგ მოხდეს. მეოთხე ვარიანტი და ხანდახან შეცვლის ინის.

  • .Gladiator.
    schedule 23 იან 2018, 02:36

    მეორე ვარიანტი იქნება ოღონდ პაულინიოს მაგივრად რაკიტიჩი