მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ესპანიოლი”-“ბარსელონა” – მატჩის განაცხადი

“ესპანიოლი”-“ბარსელონა” – მატჩის განაცხადი

ერნესტო ვალვერდემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც “ესპანიოლთან” ესპანეთის თასის 1/4-ფინალში გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

ტრავმების გამო განაცხადში ანდრეს ინიესტა, ხავიერ მასკერანო, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, პაკო ალკასერი და ფილიპე კოუტინიო ვერ მოხვდნენ.

ბიუროკრატიული პროცედურების გამო, თამაშის უფლება ჯერ არ აქვს იერი მინას, ჟერარ დეულოფეუ კი განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა.

ბოლო მატჩის გაცდენის შემდეგ, განაცხადს ნელსონ სემედუ დაუბრუნდა. შესაძლოა, სეზონის პირველი თამაში ჩაატაროს რაფინია ალკანტარამ.

სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, სუარესი, მესი, რაფინია, პაულინიო, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, ვერმალენი, ალენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში