რამდენ მატჩში იუქმებს უსმან დემბელე?

რამდენ მატჩში იუქმებს უსმან დემბელე?

“ბარსელონას” ფრანგმა ფორვარდმა, უსმან დემბელემ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. 3 თვე-ნახევრიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ, კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს გვამცნო, რომ 20 წლის ფეხბურთელი 3-4 კვირას იუქმებს.

დემბელეს აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო. ფეხბურთელმა გუშინ “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში დაახლოებით ნახევარი საათიც ითამაშა.

“ხეტაფესთან” მიღებული ტრავმის შემდეგ, დემბელეს თავისი შესაძლებლობების დამტკიცების შანსები დიდად არ მისცემია, ახლა კი კვლავ მოედანზე დასაბრუნებლად შრომა მოუწევს. ამჯერად, კლუბის სამედიცინო დასკვნის თანახმად, დაზიანება 1 თვეზე მეტს არ წაართმევს. წესით და რიგით, დემბელე 20 თებერვალს “ჩელსისთან” სტუმრად გასამართ შეხვედრაში ვალვერდეს განკარგულებაში იქნება.

დაზუსტებით ვიცით, რომ დემბელე შემდეგ მატჩებს გამოტოვებს:

  • 17/1/2018: “ესპანიოლი”-“ბარსელონა” (კოპა დელ რეი)
  • 21/1/2018: “ბეტისი”-“ბარსელონა” (ლა ლიგა)
  • 25/1/2018: “ბარსელონა”-“ესპანიოლი” (კოპა დელ რეი, განმეორებითი შეხვედრა)
  • 28/1/2018: “ბარსელონა”-“ალავესი” (ლა ლიგა)
  • 31/1/2018: კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა
  • 04/2/2018: “ესპანიოლი”-“ბარსელონა” (ლა ლიგა)
  • 07/2/2018: კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა

რაც შეეხება 11 იანვარს “ხეტაფესთან” და 18 იანვარს “ეიბართან გასამართ მაჩებს, დემბელეს არ ყოფნა ლა ლიგის ამ 2 შეხვედრაში გადაწყვეტილი არაა და შესაძლოა ფრანგმა რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • Soccer
    schedule 16 იან 2018, 12:22

    ახლახანს დაბრუნდა ეს შობელძაღლი და კიდე ტრავმა??? :@

  • njanka1977
    schedule 16 იან 2018, 03:02

    თავიდანვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. Gაუმარათლებლად დიდი თანხა გადაიხადეს ამ ბიჭში. ტალანტი არის, მაგრამ იყო ასევე დიდი რისკი. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით რისკის ვარიანტი მართლდება. მესის ნუ ადარებთ ნურავის. Eგეთი ალბათ კიდევ დიდი ხანი არავინ დაიბადება. რონალდინიო რომ გრგვინავდა მაშინ თქვა ინტერვიუში (მაშინ ჯერ კიდევ ,,ვიღაც" 16 წლის ლეონელ მესიზე) ეს ბიჭი მე სასტარტოდან ამმაგდებსო. Aმის მერე მს ინტერვიუ იყო, სადაც ითხოვდა სათამაშო დროს, რადგან ვარჯიშებზე ყველას ვჯობივარო.ღატომგაც დავიმახსოვრე ეს სახელირი.. Vინ არის რა თავხედი ბავშვია მეტქი

    სურათიც კი არ ჰქონდა სტატიას. 17 წლის Mესის პირველი ტრავმა სულძაღლი მოურინიოს დავალებით, ჩელსის მოთამაშე ვინმე ,,ბულაჰრუზმა" მიაყენა, განზრახ. Iმის მერე არც უთამაშია სერიოზულად არსად იმ ტიპს. Dემბელე კი.. ძალიან იოლად იღებს ტრავმებს, სხვების დაუხმარებლად, 150 000 000 მოთამაშესათვის ფსიქოლოგიურადაც დამღუპველია.. Eტყობა ბიჭი ჩქარობს.

    Dა ეხლაც იმავე აზრზე ვრჩები.. Gადაყრილია ეგ ფული… წარმოიდგინეთ მესამედაც რომ მიიგოს ტრავმა, რა ამბავი ატყდება და როგორ დაითრგუნება… Aსე, რომ მდგომარეობა რეალირად ძალიან მძიმეა. Eს ბარცელონაა და აქ დიდ ხანს არავის აცლიან