workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: ”კამპ ნოუზე” ჩვენთვის ჩვეულ ფეხბურთს ვითამაშებთ”

ვენგერი: ”კამპ ნოუზე” ჩვენთვის ჩვეულ ფეხბურთს ვითამაშებთ”

ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ შეხვედრაში ”ბარსელონაზე” გამარჯვების შემდეგ, ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ საპასუხო მატჩში მისი გუნდი არ ჩადგება დაცვაში.

”ეს იყო განსაკუთრებული დღე და ჩვენ განსაკუთრებული შემადგენლობით უნდა წარვმსდგარიყავით მაყურებლის წინაშე. ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა ჩვენი თამაშის მიმართ. შედეგად მათ იმედები არ გაუცრუვდათ. ვფიქრობ, მოედანზე გამოვიდა ორი უნიკალური გუნდი. გარკვეულ მომენტებში გაგვიჭირდა, თუმცა ჩვენ არ დავნებდით და არ დავეცით სულიერად. ”ბარსელონასთან” თამაში დანის პირზე სიარულის ტოლფასია. ესპანელებს შეუძლიათ მკაცრად დაგსაჯონ, თუ შენიშნავენ ფსიქოლოგიურ დისბალანსს. ანგარიში საბოლოო არაა, ჩვენ წინ შესანშნავი შეხვედრა გველის.

”კამპ ნოუზე” ჩვენთვის ჩვეულ ფეხბურთს ვითამაშებთ. დაცვაში ჩადგომა გამორიცხულია, განსაკუთრებით ჩვენთვის. გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენა გაგვიღრმავა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. რიგ შემთხვევებში ორივე გუნდი ერთნაირად თამაშობდა. ჩვენი მეორე გოლი შეუდარებელი იყო. საერთო ჯამში ეს იყო ძალიან კარგი საღამო ჩვენი გულშემატკივრებისთვის. – განაცხადა არსენ ვენგერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward