“ბეტისი” ფაბიან რუისს “ბარსელონაში” არ გაუშვებს

“ბეტისი” ფაბიან რუისს “ბარსელონაში” არ გაუშვებს

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, “ბარსელონა” “რეალ ბეტისის” ახალგაზრდა ნახევარმცველით, ფაბიან რუისითაა დაინტერესებული. კატალონიელები მას სარეზერვო გუნდში თამაშის კანდიდატად მოიაზრებენ, თუმცა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუისს პირველ გუნდში დაწინაურების იმედიც თავისუფლად შეიძლება, ჰქონდეს.

სევილიელები ფეხბურთელს 12-15 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ მისი “ბარსაში” გაშვება არ სურთ. ფაბიანისთვის “ბეტისი” ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელშიც მისი გამოსასყიდი თანხის რაოდენობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. 21 წლის ნახევარმცველს, რომელიც ბევრი სხვა მონაცემის გარდა სიმაღლითაც გამოირჩევა (190 სმ), დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • KoCheQsa
    schedule 11 იან 2018, 13:43

    ბიჭებო იერი მინას მთავარი პლიუსი არის თავით თამაში, რაც ბარსაში ძალიან გვაკლია.

  • Bola
    schedule 11 იან 2018, 13:23

    რა ფაბიანი რა ნახევარმცველი :დ გაიკოტრებენ ესნეი თავს :დ