მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“სელტა” – მატჩის განაცხადი

“ბარსელონა”-“სელტა” – მატჩის განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “სელტასთან” გასამართი სათასო დაპირისპირებისთვის ოპტიმალური განაცხადი დაასახელა.

ვიგოში გამართულ პირველ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა, “ბარსელონას” რამდენიმე ლიდერმა დაისვენა, მათ შორის ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა. ამჯერად, ვალვერდემ მათაც უხმო.

ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ სამუელ უმტიტი, პაკო ალკასერი და ფილიპე კოუტინიო, ხოლო მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დენის სუარესი, არდა თურანი, რაფინია ალკანტარა, ჟერარ დეულოფეუ და ალეიშ ვიდალი დარჩნენ.

“ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, მასკერანო, პაულინიო, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვერმალენი, ალენია, არნაისი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში