“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ მთავარი ხარისხიანი ფეხბურთია და არა სანახაობრივი, ხოლო ლიონელ მესის ორივე ერთად გამოსდის.
“ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რას ამბობდა ლუის არაგონესი. ის ითხოვდა, გვეთამაშა ხარისხიანი და არა სანახაობრივი ფეხბურთი. მე არ მესმოდა და ვეკითხებოდი, თუ რას ნიშნავდ ეს. ის მპასუხობდა: “კი ბატონო, ითამაშეთ სანახაობრივი ფეხბურთი, მაგრამ იმისთვის, რომ 4 მეტოქე მოატყუოთ.”
სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ესპანეთში ბევრმა ფეხბურთელმა კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისინი უკვალოდ გაქრნენ. არსებობს ფილიგრანული ფინტები, მაგრამ რა საჭიროა ისინი? მესი მსგავს რამეს აკეთებს? ის ასეთ ფინტებს არასდროს აკეთებს, მაგრამ მას მაინც ყველაფერი სწორად გამოსდის. მესის ფეხბურთი იმდენად ხარისხიანია, რომ ის სანახაობრივიცაა.” – განაცხადა ჩავიმ El Pais-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჩავი შე ბრძენო !
აღარაა ის თავისუფალი მესი რაც იყო.
ახლა უფრო სხვა სახე უჭირავს,რაც ცოტა შეაფერხებს მის შესაძლებლობებს.
ბოლომდე უნდა დაიხარჯოს,თავისუფლად უნდა ითამაშოს.
რა დრო იყო ხავიესტა და მესი, ბარსა დაფრინავდა!! რო იტყვიან ყველა ვარსკლავები ერთ ხაზე იყო!!
ასეთი ზუსტი შეფასება ჯერ არცერთ ადამიანს არ უთქვამს,რა საჭიროა გაუთავებელი უაზრო ფინტები,კარგი ფინტი ნიშნავს იმას რასაც გუნდისთვის შედეგი მოაქვს და არა გაუთავებელი ბურთის წინ და უკან პროწიალი და მეტოქის რამდენჯერმე დამცირება..რონალდიონიოც შედეგიანად აკეთებდა ამას და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა.