“ლევანტესთან” თამაში “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესისთვის ლა ლიგაში საიუბილეო, მეოთხასე იყო. ის ისტორიაში 71-ე ფეხბურთელია, რომელიც ამ ნიშნულს გადაცდა. მას 365 გოლი აქვს გატანილი, ამასთან შესრულებული აქვს 144 ასისტი. დღევანდელ მატჩში მან მეტოქის კარის ბადეში ბურთის გახვევა მე-12 წუთზე მოახერხა და ანგარიში გახსნა.
365-დან 211 მესიმ საშინაო მოედანზე გაიტანა, 154 კი სტუმრად. არგენტინელის ანგარიშზე 24 ჰეთ-თრიქი და 4 პოკერიცაა.
ამ გოლების საშუალებით, ლეომ 4-ჯერ მოახერხა გამხდარიყო ესპანეთის და ზოგადად ევროპის საუკეთესო ბომბარდირი და შესაბამისად, ის ამდენივე ოქროს ბუცითაა დაჯილდოებული.




Jadoqari xar mesi
საქმე მესის რომ ეხება აქ არაფერი არაფერია გასაკვირი.
ოუტინიო "ბარსელონაში" 24-ნომრიან მაისურს მოირგებს გუშინ, 6 იანვარს კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერი დაადასტურა.
რამდენიმე წუთის წინ, "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეული 24-ნომრიან მაისურს მოირგებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თავის დროზე ამ ნომრით კატალონიური გრანდისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა თამაშობდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 25 წლის ფეხბურთელმა "კამპ ნოუს" ბინადრებთან 5.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბლაუგრანასთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ფელიპეს გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი იქნება.