“ჩვენ ყველაფერი ლეგალურად გავაკეთეთ. გადავიბირეთ ფაბრეგასი ყველა წესის დაცვით. ტრანსფერები ფეხბურთში ძალიან დიდი თამაშია, იგებს ის ვინც გონივრულად მიუდგება სიტუაციას და გამოიყენებს შანსს. გაიხსენეთ საიდან მივიდა მესი “ბარსელონაში” ? იგი იქ ხომ არ დაბადებულა, ლეო 12 წლის ასაკში გადაიბირეს და შემდეგ მისგან უდიდესი ფეხბურთელი აღზარდეს, ეს ყველაფერი ლეგალურად მოხდა. ანალოგიური მოხდა ესპანელის შემთხვევაშიც. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს. “ბარსელონას” შეუძლია ჩვენთან მოსვლა და ჩვენგან ფეხბურთელის წაყვანა თუკი ორივე მხარე კმაყოფილი იქნება”.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას ექს – პრეზიდენტი ჟუან ლაპორტა აცხადებდა, რომ “არსენალი” არასამართლიანად მოიქცა ფაბრეგასთან მიმართებაში.