მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე, იანვრის დასაწყისში, თამაშისთვის მზად იქნება

უსმან დემბელე, იანვრის დასაწყისში, თამაშისთვის მზად იქნება

ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელი, უსმან დემბელე 2018 წლიდან სათამაშო მზადყოფნაში იქნება. როგორც იცით, მან ტრავმა სექტემბერში მიიღო და სეზონის პირველი ნახევარი, ფაქტიურად, მთლიანად გამოტოვა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ის ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან ვარჯიშობს და სავარაუდოდ, მოედანზე გასვლა მას ცოტა ხნის წინაც შეეძლო, მაგრამ ერნესტო ვალვერდემ არ გარისკა და ის მადრიდის “რეალთან” შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა.

მისი დაბრუნება, დიდი ალბათობით, 7 იანვარს შედგება, როცა “ბარსა” ლა ლიგის მე-18 ტურში “ლევანტეს” დაუპირისპირდება. იქამდე, ის მინი ესტადიზე გასამართ ღია სავარჯიშო სესიაში მიიღებს მონაწილეობას და საინტერესოა, რომ ვარჯიშზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Neymar fani
    schedule 29 დეკ 2017, 12:52

    სელტასთან იმედია გოლს გაიტან

  • Bakero
    schedule 28 დეკ 2017, 21:36

    მიდი დემბო ჯერ ფორმაში უნდა შეხვიდე ტრავმის შემდეგ და მერე გაამართლო გულშემატკივრების იმედები

  • Johan Cruyff 14
    schedule 28 დეკ 2017, 16:07

    მიდიი დემბოოო მოიხოდეეე ბრააატ

  • Don vinton
    schedule 28 დეკ 2017, 14:03

    ტიპები ვარჯიშზე დასასწრებ ბილეთებსაც კი ყიდიან და ხალხი ვარჯიშის საყურებლად მიდის ,საქართველოში კიდე ნაკრების მატჩებიც აღარ ივსება