“ბარსელონას” ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ჟერარ პიკე საშობაო დასვენებას ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს. პიკე, შაკირა და მათი შვილები, მილანი და საშა ნიუ-იორკ სიტიში, “მედისონ სქუერ გარდენზე” NBA-ს შეხვედრას, “ნიუ-იორკ ნიქსისა” და “ფილადელფია სიქსერსის” დაპირისპირებას (98-105) დაესწრნენ. მათთან ახლოს ტრიბუნებზე კიდევ რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა.
ჟერარ პიკე ესპანეთში 30 დეკემბრამდე უნდა დაბრუნდეს, როცა ერნესტო ვალვერდეს შეგირდები ვარჯიშს განაახლებენ და “სელტასთან” სათასო მატჩისთვის მზადებას დაიწყებენ.





grizmanic iq iyo mgoni
გრიზმანი სადაა, ერთად არ იყვნენ?
ეს მილანი დღემდე ვერ გავიგე გოგოა თუ ბიჭი :დ