workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანიელ ალვეშ და სილვა

დანიელ ალვეშ და სილვა

დანი ალვესი არის თანამედროვეობის ერთ–ერთი უძლიერესი და ტექნიკური მცველი,რომელიც დიდ შრომას დებს თითოეულ თამაშში.ის გადავიდა “ბარსაში” 2008 წელს 25 წლის ასაკში მას შემდეგ,რაც 6 სეზონი ჩაატარა “სევილიაში”.

დანი ალვესი დაიბადა 1983 წლის 6 მაისს ჟუაზეიროში (ბრაზილია).მან დაიწყო კარიერა ახალგაზრდულ კლუბ “ბაიაში”.სწრაფად პროგრესირებადმა ალვეშმა 18 წლის ასაკში გააკეთა დებიუტი ძირითად გუნდში,რომელსაც ხელმძღვანელობდა “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე ევარისტო დე მასედო.

“ბაიამ” დაამარცხა “პარანია” 3:0.ამ მატჩში დანიელმა ბრწყინვალედ ითამაშა:მან გამოიმუშავა პენალტი,გააკეთა საგოლე გადაცემა.ამის შემდეგ ფანებმა დაიწყეს მისი სახელის სკანდირება.

2001 წელს ალვეშმა მოიგო თავისი პირველი ჯილდო–ბაიას შტატის ჩემპიონატი,რომელსაც მოჰყვა ჩრდილო–აღმოსავლეთის თასი ორჯერ:2001–2002 წლებში.ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობამ დანის მოუტანა 20 წლის ასაკში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი (2003 წ.).გარდა ამისა,დანიელი თვალში მოუვიდათ “სევილიის” სკაუტებს და იგი არენდით გაუშვეს ამ კლუბში.

ის მალე განმტკიცდა ანდალუზიური კლუბის შემადგენლობაში.მისი კარგი თამაშით მოხიბლულმა “სევილიის” ხელმძღვანელობამ მალევე შეისყიდა მასზე უფლებები.2003 წლის ბოლოს დანი ალვესი მსოფლიო თასზე იყო ბრაზილიის 20 წლამდე ნაკრების ლიდერი.ფინალში ესპანეთის ნაკრები,რომლის შემადგენლობაში იყო ინიესტა,დაამარცხეს ანგარიშით 1:0.მაშინ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ალვეში დასახელდა.

2003–2004 წლის სეზონმა ალვეშს მოუტანა ევროთასის საგზური.ფეხბურთელმა სეზონში ჩაატარა 29 მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე და გახდა კლუბის ძირითადი მოთამაშე.

დანიელ ალვეშ და სილვა

დროთა განმავლობაში დანი იყო “სევილიის” მცველიც და შემტევი მოთამაშეც.ის გახდა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი,რომელმაც მოიგო 2005–2006 წლის უეფას თასი.ბრაზილიელი აღიარეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ,ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ მისმა გუნდმა დაამარცხა “ბარსელონა” მონაკოში ევროპის სუპერთასზე.

2006–2007 წლის სეზონმა “სევილიას” მოუტანა ახალი ტიტულები.გუნდმა მეორედ აიღო უეფას თასი,ამას გარდა გაიმარჯვა ქვეყნის თასის–სამეფო თასის გათამაშებაში,ასევე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება.

სეზონებს შორის ბრაზილიელზე ნადირობდა “ძველი სამყაროს” ტოპ–კლუბების უმეტესობა.მიუხედავად ამისა, “ჩელსიში” გადასვლა ჩავარდა და ახალ სეზონში ალვეში თავისი გუნდის კაპიტნად მოგვევლინა.”ბარსელონაში” გადასვლამდე 1 წლით ადრე,ალვეშის “სევილიამ” ესპანეთის სუპერთასზე დაამარცხა მადრიდის “რეალი”.ამის შემდეგ დანიმ მოსინჯა თავისი ძალები ჩემპიონთა ლიგაში,სადაც “სევილიამ” წააგო თურქულ “ფენერფახჩესთან” 1/8 ფინალში.2007–2008 წლის სეზონზე ალვეშმა “სევილიის” მაისურით ითამაშა 42 მატჩი,გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 18 საგოლე გადაცემა.ის გახდა კლუბში რიგით მეორე სათამაშო დროის მიხედვით და ფანების მიერ აღიარებულ იქნა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “სევილიაში”.

2008 წლის ზაფხულში დანიელ ალვესი იყიდა “ბარსელონამ” მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მცველის რანგში.ახალ კლუბში ბრაზილიელმა აირჩია ნომერი “20”,რომელიც შემდეგ შეცვალა “2”–ით (ამ ნომრით მოთამაშე კაფუ არის ალვეშის კუმირი).

ახალ კლუბში ალვეშს უნდა შეეცვალა ახლადწასული ზამბროტა.ამ დავალებას ის ბრწყინვალედ გაუმკლავდა,შეიტანა რა მნიშვნელოვანი წვლილი კატალონიელთა მიერ სამი ტიტულის მოპოვებაში:ესპანეთის ჩემპიონატი,ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი.ბრაზილიელმა 54 მატჩში ითამაშა,გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.

ალვეში ასევე ითვლება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვან მოთამაშედ,რომლის შემადგენლობაშიც მოიგო “კოპა ამერიკა” 2007 წელს და კონფედერაციის თასი 2009 წელს.მიუხედევად ამისა,ამ ბოლო დროს იგი აგებს ამ პოზიციისთვის “ბრძოლას” დანაგუნდელ მაიკონთან.

დახასიათება

მიუხედავად საშუალო სიმაღლისა–173 სმ. და წონა–64 კგ. ალვეში ძალიან ძლიერი მოთამაშეა.ის არ არის დამთმობი და ყოველ თამაშში ასრულებს დიდი მოცულობის სამუშაოს.დანი აკონტროლებს მთელ ფლანგს,მუდმივად ერთვება შეტევაში,დარბის დიდ მანძილზე ყოველ მატჩში.ამის გარდა ის არის საჯარიმო დარტყმების სპეციალისტი და აფასებენ როგორც საჯარიმოში ბურთის ჩაკიდების ოსტატს.ასევე ის კარგად ურტყამს ორივე ფეხით.

მიღწევები (“ბარსელონა”)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 1 (2009)

ესპანეთის სუპერთასი: 2 (2009,2010)

ევროპის სუპერთასი: 1 (2009)

ჩემპიონთა ლიგა: 1 (2008/09)

ესპანეთის ჩემპიონატი: 2 (2008/09,2009/10)

ესპანეთის თასი: 1 (2008/09)

მიღწევები (“სევილია”)

ესპანეთის სუპერთასი: 1 (2007/08)

ესპანეთის თასი: 1 (2006/07)

ევროპის სუპერთასი: 1 (2006/07)

უეფას თასი: 2 (2005/06,2006/07)

მიღწევები (“ბაია”)

ჩრდილო–აღმოსავლეთის თასი: 2 (2001,2002)

ბაიას შტატის თასი: 1 (2001)

მიღწევები (ბრაზილიის ნაკრები)

კონფედერაციის თასი: 1 (2009)

კოპა ამერიკა: 1 (2007)

მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის: 1 (2003)

მიღწევები(ინდივიდუალური)

უეფას თასის ყველაზე ღირებული მოთამაშე: 1 (2005/06)

ევროპის სუპერთასის ყველაზე ღირებული მოთამაშე:1 (2006)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward